x
ლაშა მესხი: ელემენტარულად, მინდა, რომ ქუჩაში ხალხი იღიმოდეს...

image

ვერავინ ვერასდროს გააცნობიერა ამ ქვეყანაში ხალხის ძალა. ვერავინ აღიარა ის, რომ საკუთარი პოლიტიკური თუ ბიზნეს ინტერესების ზემოთ არის საზოგადოება. არაერთხელ მითქვამს და კიდევ განვმეორდები ჩვენს ქვეყანაში ოპოზიცია და პოზიცია დაშორებულია საზოგადოებას სინათლის წელიწადებით… ბიზნესი, ბანკებიან აფთიაქებიან, კაზინოებიანად კი ხალხის გაჭირვებით ხელს ითბობს...

თქვენი არ ვიცი, მაგრამ ამ წრეზე ბრუნვით მე დავიღალე. მინდა ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდე სადაც მთავარი ღირებულება ადამიანია და არა ვიღაცის პირადი ინტერესები. ინტერესი იქნება ძალაუფლების ჩაჭიდება, რევანში თუ სხვა რამ.

მინდა რომ ქვეყნის უმეტესობას შიმშილის და ელემენტარული საარსებო პირობების პრობლემა არ ჰქონდეს, მინდა რომ ჩვენი ქვეყნიდან არ გარბოდნენ, სამუშაო ვისაც არ აქვს ჰქონდეს და ვისაც აქვს თავს ღირსეულად გრძნობდეს… ელემენტარულად, მინდა, რომ ხალხი ქუჩაში იღიმოდეს, მაგრამ სადღაა ხალხი. იცლება საქართველო...

0
40
შეფასება არ არის
ავტორი:ჯონი დეციმეტროვი
ჯონი დეციმეტროვი
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0