x
ლაშა მესხი - "გასაოცარი წერილი მივიღე ემიგრაციიდან,.. „გწერ 9 აპრილის გოგო, ახლა უკვე ბებო“...
image

უფლებადამცველი ლაშა მესხი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"გასაოცარი წერილი მივიღე ინბოქსში.


9 აპრილის მებრძოლი ქალი, ამჟამად ესპანეთში მცხოვრები ემიგრანტი მწერს.
10 წელზე მეტია ქარტეხილების გზას ვადგავარ, ხან სამსახური დავკარგე, ხანაც იმედი მიუხედავად ამისა ბრძოლა არ გამიჩერებია.



და როგორ გავჩერდე, როცა მსგავსი ადამიანები არსებობენ და სჯერათ ჩემი?!
უღრმესი მადლობა ამ გასაოცარი მესიჯისთვის, რომელმაც დღევანდელი დღე გამილამაზა.


ერთად ბევრ რამეს შევძლებთ. ძალა ხალხშია! - წერს მესხი.

როგორც ირკვევა წერილის ავტორი ლეილა არაბული 9 აპრილის მანიფესტაციების ყოფილი მონაწილეა. ის წლებია ესპანეთში ცხოვრობს.


მისი გზავნილი ლაშა მესხისადმი ასეთია:


ლაშა, ემიგრაციის ან გწერ.9 აპრილის გოგო.ახლა უკვე ბებო.გულგატეხილს შენი გამოსვლები ცოტა იმედს მიბრუნებს რომ ყველა და ყველაფერი არაა დაკარგული
სამართლიანი ქართველები კიდე არიან და ჩემი თაობის ოცნება როდესმე ასრულდება.
სიბერეში მაინც შევძლებ ცხოვრებას, იქ რაც ყველაფერზე ძალაინ მიყვარს
ჩემი შვილიშვილები სკოლაში საქართველოში ივლიან და არა მადრიდში...
გვჭირდება შენნაირი კაცები!!!"
0
69
შეფასება არ არის
ავტორი:ჯონი დეციმეტროვი
ჯონი დეციმეტროვი
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0