x
image
თეონა გორდეზიანი
პატარა გოგოს პატარა საშობაო ამბავი...
image

შენობა დიდი იყო და ლამაზი, შიგნით ბევრი ლამაზი მაღაზია იყო. ტანსაცმლის, სათამაშოების, აქსესუარების... ეს ის დროა სიტყვა მოლი რომ არ არსებობდა, "თბილისი მოლი", "სითი მოლი"... მაგარმ ეს შენობა მოლის მსგავსი იყო. სავაჭრო ცენტრი, სადაც ბევრი რამის პოვნა შეიძლებოდა და ყიდვა, თუ ფული გქონდა რა თქმა უნდა.

საახალწოდ ყველაფერი ირთვებოდა, ყველა მაღაზია, შესასვლელი დიდი ნაძვის ხით, რომელიც მაშინ დიდი იშვიათობა იყო. იქ სითბო ტრიალებდა და იყო კომფორტი, იმისთვის რომ ლამაზ გარემოში "გეშოპინგა".


15 ან 16 წლის ვიქნებოდი... ხშირად ვსტუმრობდი ამ შენობას მეგობართან ერთად. გარეთ სეირნობისგან გაყინულ ხელებს ჩავკიდებდით და მაღაზიების თვალიერებით ვირთობდით თავს. ეს ახალ წლამდეც ასე იყო, თითქმის ყოველი შეხვედრისას ვსტუმრობდით ამ შენობას. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ალბათ სეირნობის გამო გაყინული ხელები, რომ გაგვეთბო ამიტომაც ვსტუმრობდით ხშირად. მერე ისევ გავაგრძელებდით სეირნობას, ბოლოს სახლში მიმაცილებდა და დავემშვიდობებოდით კორპუსთან ახლოს ერთმანეთს.


ისიც არ ცხოვრობდა ჩემგან შორს და გაუყვებოდა სახლისკენ გზას.

მე დაბალი ვიყავი, ის მაღალი. მე წაბლისფერი თმა და დიდი თაფლისფერი თვალები მაქვს, მას უფრო ყავისფერი თვალები და თვალის ჭრილი უფრო ვიწრო. მე გულწრფელი ვიყავი და ბავშვური, ისიც ძალიან გულწრფელი და კეთილი... მე ბედნიერი ვიყავი...მთელ სამყაროს ის მერჩივნა...


საახალწლოდ როცა მაღაზიები განახლდა, საახალწლო მოსართავები და აქსესუარები გამოიტანეს. ჩვენ ისევ მორიგი გასეირნება მოვიწყვეთ და ზუსტად მახსოვს მეორე სართულზე, რომ ავედით, წინვე მაღაზიაში, მანეკენი "გამოეყვანათ", რომელსაც საახალწლო თეთრი, ირმებიანი ზედა ეცვა. დანახვისთანავე გავიფიქრე ეს იქნებოდა ჩემი საახალწლო საჩუქარი მისთვის და ისე ჩავუარე რომ მას ყურადღება არ მიექცია.

მეორე დღეს მარტო ჩავედი ფასის გასაგებად და აღმოჩნდა რომ 50 ლარი ღირდა. ეს ფიქრი არ მავიწყდება, 31-მდე ამდენის მოგროვებას

ვერ შევძლებ-მეთქი და მოწყენილი გამოვბრუნდი.

მიუხედავად ჩემი მცდელობისა ეს საჩუქარი ვერ მოვასწარი...

ალბათ 16 წლის თუ ვიქნებოდი და აბა საიდან "ამდენი ფული "...

მერე ისევ ვსეირნობდით, ბევრს ვსაუბრობდით,

მეორე სართულის მაღაზიების დათვალიერებისას სინანულით შევაპარებდი ხოლმე თვალს "ჩემს საჩუქარს".

ამ დღეების შემდეგ ბევრი დრო გავიდა, ამ ახალი წლის შემდეგ ბევრი ახალი წელი დადგა, ახალი სურვილებით, ახალი საჩუქრებით, ახალი მიზნებით და ახალი გზებით... ჩვენი გზებიც გაიყო და თუმცა ხშირად ერთ გზაზე, მაგრამ ახლა ცალ-ცალკე დავდივართ. მე სხვასთან და ის კი სხვებთან... მაშინ პატარა ვიყავი, გულწრფელი, ბედნიერი... მთელ სამყაროს ის მერჩივნა.

ძნელი იყო, ძალიან ძნელი... მასთან დამვიდობება, ამით ბავშვობასაც დავემშვიდობე და უცბად გავიზარდე, ძნელი იყო, მაგრამ სწორი...


ახლა დიდი ვარ, აღარ ვარ ბავშვური, მაგრამ მაქვს ბავშვური და გულწრფელი მოგონებები. მოგონებების უმრავლესობა კი მასთან მაკავშირებს. უამრავ რამეს მახსენებს, მასწავლის და აცოცხლებს ჩემში პატარა გოგოს, რომელიც გულწრფელი იყო. თუმცა არ ჰქონდა საშუალება, რომ სურვილი აეხდინა, რომელიც სულ ახსოვს...


ახლა სხვა გზით დავდივარ, სხვა სინათლე გამოჩნდა. მომავალი რომელიც ჭეშმარიტია ... ჭეშმარიტება კი უკვე სრულყოფილი ბედნიერებაა.

მართალია ეს საჩუქარი ისევ საოცნებოდ დარჩა... მაგრამ რომ არა პატარა იმედგაცრუება და ყველა სურვილის ასრულება, მე... მე არ ვიქნებოდი, გაზრდილი, დამოუკიდებელი, თავდაჯერებული და მიზანდასაახული.

მე ბედნიერი ვიყავი... იმ ასაკში სამყარო, გაცრეცილი ფერების მიუხედავად, ჩემთვის იყო ფერადი ... და მაინც ყველაფერი ისე ხდება როგორც უნდა მოხდეს, ცხოვრება გვასწავლის ჭკუას, ურთიერთობებს, ცხოვრება ხან გვატირებს, ხანაც გვაღიმებს, ხან ბედნირებას ვგრძნობთ და ხანაც დიდ იმედგაცრუებას...

მერჩივნა და მირჩევნია, ერთი მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვებია, მაგრამ დროა სხვაობა...პირველი - წარსული რაც ნამდვილად იყო და მეორე ახლანდელი დროა, რომელიც შეცვლილია და წარსულს არ ემთხვევა.

მერე რა თუ ბავშვური სურვილი არ ახდა...

მერე რა თუ გზები გაიყო...

მთავარია კეთილგანწობა, მადლიერება ... ლამაზი დღეებისთვის, გულწრფელი სიყვარულისთვის.

ჰოდა ჩემს მეგობარს, ბავშვობას, ადამიანს რომელიც მაშინ ჩემსავით 16 წლის იყო, ჩემთან ერთად ბევრი ისწავლა, გაიზარდა. დარწმუნებული ვარ ისევ კეთილია... მაღალი, ოდნავ მკაცრი და ჩაფიქრებული, პატარა მაგრამ მეტყველი თვალებით, როგორ შემიძლია მას კარგი არ ვუსურვო... ან როგორ შემიძლია დავივიწყო, როცა ისაა ჩემი ბავშვობის მოგონება და მთავარი ნაწილი.


დარწმუნებული ვარ ბევრ ადამიანს აქვს წრფელი ბავშვური გრძნობა და თქვენც გახსოვთ... ეს ის დროა, რომელიც ასაკთან ერთად ქრება, უკან აღარ ბრუნდება და ტკბილ მოგონებად რჩება.



0
91
2-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0