x
image
მაიკო
რას გვეუბნება კოცნა
image
































ყველა ქალისთვის საყვარელი მამაკაცის კოცნა განსაკუთრებულია. გაერკვეთ თითოეული კოცნის მნიშვნელობაში არც ისე ადვილია, მაგრამ მთავარია ხვდებოდეთ რა გრძნობით გკოცნით. კოცნა ხომ ბევრნაირია: მეგობრული, ბავშვური.. და, რა თქმა უნდა, ყველას რომანტიკული კოცნა აინტერესებს.

imageთუ პარტნიორი კოცნაზე კოცნით გპასუხობთ, ესე იგი მას სიამოვნებს და თქვენდამი იგივე გრძნობა აქვს. თუ კოცნისას ის თანაბრად სუნთქავს და მის შემდეგ სრულიად სხვა თემებზე იწყებს საუბარს, ეს კარგს არაფერს გვეუბნება.

ლოყაზე კოცნა ნიშნავს, რომ თქვენ მას სჭირდებით და თქვენთან ყოფნა უნდა.








image ყელზე კოცნა მიუთითებს, რომ თქვენ მას სექსუალურად იზიდავთ.

თუ მამაკაცი ხელზე გკოცნით, ის თქვენდამი მეგობრულად არის განწყობილი და დიდ პატივს გცემთ.

თუ ცხვირზე გკოცნით, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ თქვენ ძალიან საყვარელი ხართ.

არსებობს კოცნის სხვადასხვა სახე:

ჩვეულებრივი კოცნა, როდესაც მხოლოდ ტუჩებით გეხებათ.

კოცნა, როცა მას თქვენი სახე ხელებში აქვს მოქცეული.

კოცნა-პეპელა, როდესაც სახის სხავადსხვა ადგილას გკოცნით და თან ნაზად გეხებათ წამწამებით.

ფრანგული კოცნა

კოცნა, როდესაც მამაკაცი მძინარე საყვარელ ქალს კოცნის, მანამ სანამ არ გააღვიძებს.

ის გკოცნით და თან თვალები აქვს დახუჭული? პასუხი ერთია- მას ნამდვილად უყვარხართ და გრძნობებს არ მალავს.

4
1234
7-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო
მაიკო
1234
  
2012, 19 სექტემბერი, 10:24
საყვარლობა იყო მთელი სტატია და სურათიც,კიცერთან რომ კოცნის :)
2012, 15 სექტემბერი, 21:56
ძალიან კარგი თU მოგეწონათ :)
2012, 15 სექტემბერი, 10:57
საინტერესო და კარგი სტატიაა:))))))))
0 1 4