x
image
თეონა გორდეზიანი
რატომ გვტკივა თავი და შესაძლებელია თუ არა მისგან გათავისუფლება ...
ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რადგან არ არსებობს ადამიანი ვისაც ერთხელ მაინც არ გამოუცდია ეს ტკივილი, ზოგის შემთხვევაში კი ამას ხშირი სახე აქვს...

ეს თემა რომ აქტუალურია კარგად ჩანს ხელოვნებაშიც. მხატვრობის საშუალებით შეგვიძლია დაახლოებით წარმოვიდგინოთ რას განიცდიდა ამ დროს შემოქმედი. უამრავი მსგავსი სახის ნიმუშია თავის ტკივილის მკვეთრი განცდით...

image

ყველა ადამიანის შემთხვევაში თავის ტკივილს აქვს თავის მიზეზი...ადამიანების გარკვეულ ნაწილი ამ ტკივილს გაუსაძლის შეგრძნებებამდე მიჰყავს. როგორც ყოველთვის ინტერნეტში არსებობს რეკომენდაციები, როგორ გავითავისუფლოთ თავი ამ ტკივილისგან. ერთი-ერთი არსებობს - "ხმოვანი აბაზანები", რაც გულისხმობს მუსიკის საშუალებით, თერაპიით თავის ტკივილის მართვას, დაამებას.

ასევე არსებობს რეკომენდაციები იოგასთან დაკავშირებით...

ძალიან ინდივიდუალურია თვის ტკივილის მართვა...ზოგჯერ გამაღიზიანებელია რაღაც ზედმეტი სინთალე, მუსიკა... ზოგჯერ კონცენტრაცია გვეხმარება და ზოგჯერ პირიქით უფრო ამწვავებს შაკიკით გამოწვეულ ტკივილს.

image


ზოგს დიფერენცირებული აქვს ტკივილი, ჩვეულებრივი და შაკიკი. შაკიკი ყოველთვის იწყება რაღაც სიგნალით, ეს შეიძლება იყოს.. თავბრუს ხვევა, თვალის კიდეში სინთლის შეგრძნება, თვალში გაორება, ეს შეგრძნებები შეიძლებაიყოს ცალ - ცალკე და ან კომბინირებულად. თუ ეს დაიწყო და იგრძენით მიიღებთ მედიკამენტს და მაშინ გადარჩებით სამ დღიან შაკიკს და არაპროდუქტიულად ყოფნას.

ზოგ ადამინს მცირე ასაკიდან აწუხებს შაკიკი ... და უწევს ამ პრობლემასთან ერთად ცხოვრება, უწევს მისი მართვა რომ იყოს ჩაბმული რეალურ ცხოვრებაში.

თავის ტკივილი რეალურად ეს არის თვალების ზემოთ ტკივილი, რომელიც შეიძლება იყოს პირველადი და მეორეული და 75 % იანი ალბათობა არსებობს რომ გადადის მემკვიდრულად.

მკურნალობაზე უფრო კარგი ტერმინი მართვაა მართვა სხვადასხვა მეთოდებით, ცხოვრების წესით... და რთულ შემთხვევაში მედიკამენტოზური ფორმით მკურნალობა. რაც უფრო რთულია ტკივილი უფრო მეტი ყურადღება სჭირდება.

არსებობს ბრძნული გამონათქვამი: "ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს იმდენი ავადმყოფობა, რამდეენიც უნდა რომ ჰქონდეს "

რეალურად ეს არ არის ის თეზა, რომელიც გადის ჭეშმარიტების ერთ ხაზზე და ადამიანს შესაძლებელია ჰქონდეს ორი სხვადასხვა სახის ტკივილი ერთდროულად ან მონაცვლეობით.

საქართველოში და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში უამრავი ადამიანია, რომელიც ამ პრობლემასთან ერთად ცხოვრობს, მაგრამ ქართველების უმრავლესობა არ დგამს ნაბიჯებს ამ ყველაფრის აღმოსაფხვრელად. უმეტეს შემთხვევაში ფინანსური პრობლემების გამო თავად უწევთ ამ ტკივილის მართვა. რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ ქართველების საშუალო ფენა ვერ აქცევს ჯანმრთელობას სათანადო ყურადღებას.






1
204
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
204
  
2021, 13 ნოემბერი, 20:42
პაროლი როგორ აღვადგინო.მეილზე მომდის რაღაც ციფრები მაგრამ ვერ ვხვდები რომელი ცავწერო
0 1 1