x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"მოვ@@ან, თქვენი ვერშემდგარი ადამიანობა ამ ხალხის გაუბედურებისთვის" - ვის მიმართავს ხვიჩა ყალაბეგაშვილი

image


გამომცემლობა "კალმოსანის" დამფუძნებელი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი სოციალურ ქსელში თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" მიერ ორგანიზებულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მმართველი გუნდის შეკრებაზე რეგიონებიდან ჩამოყვანილ ადამიანებს ფულითა და დაშინების გზით მიყვანილს უწოდებს.


"ვისაც შია, ვის შვილებსაც შიათ, განგებამ იმდენი მისცეს, მონად აღარ მოუწიოთ თავის გაყიდვა… (მართლა ვერ ვბრაზობ ამ ხალხზე)


ვისაც სამსახურიდან გამოგდებით ემუქრებიან, ისეთ ქვეყანაში ეცხოვროთ, თავისი სიდებილით, არ უწევდეთ თავმოყვარეობაზე გადაბიჯება, შვილების შიმშილის შიშით… (ძნელია, ვინმე სულშიჩაფურთხებული განიკითხო, მე არ მყავს შვილები და არ ვიცი როგორ შევიზელდი ფურთხს მათ გამო, ან როგორ გადავაბიჯებდი ჩემს თავმოყვარეობას, ალბათ არა, მაგრამ არ ვიცი)


აი, თქვენ, ბიუროკრატო ღორებო, ვისაც ამ გაუბედურებული ხალხის სიმრავლე თან გიხარიათ, თან გეამაყებათ, თან ამ სულშიჩაფურთხებული ხალხის ფოტოებს აფრიალებთ, პარტიული “წარმატების“ დასტურად, თქვენი არასწორი ცხოვრება მოვ@@ან, თქვენი ვერშემდგარი ადამიანობა მოვ@@ან, რამდენი ადამიანიც ფულით და დაშინებით მიიყვანეთ, თქვენი გაცრეცილი ძალა-უფლების სადემონსტარციოთ, ისე მოგეგოთ მთელი ცხოვრება, ამ ხალხის ჯერ გაუბედურებისთვის, მერე ასე სულში ჩაფურთხებისთვის…"- წერს ყალაბეგაშვილი.



შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურებამდე სამი დღით ადრე, "ქართულმა ოცნებამ" დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე, ათასობით მხარდამჭერი, შემაჯამებელი აქციისთვის შეკრიბა.


აქციაზე შეკრებილებს, სიტყვით მიმართეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის სპიკერმა კახა კუჭავამ, მოქმედმა მერმა კახა კალაძემ და მმართველი გუნდის სხვა ლიდერებმა. "ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, აქცია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამართული აქციის კონტრაქცია არ იყო.



0
697
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
697