x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
7 გიჟური ქმედება, რასაც ორსული ქალები წარსულში ჩადიოდნენ

image


ქალები კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ყოველთვის ყურადღებით ეკიდებოდნენ ბავშვის ჯანმრთელობას და მთელი 9 თვის განმავლობაში საგანგებოდ ცდილობდნენ ეზრუნათ როგორც საკუთარ თავზე, ასევე მომავალ შვილზეც, თუმცა ცოდნის ნაკლებობის გამო მათი უმეტესობა ხშირად უგუნურ და უხერხულ ქმედებებს ​​ჩადიოდა. დღეს, სწორედ იმ რამდენიმე უცნაური შემთხვევის შესახებ მოგიყვებით, რასაც ადგილი წარსულში ჰქონდა.






მჭიდრო კორსეტები

image


ქალები ყოველთვის ცდილობდნენ ყოფილიყვნენ ლამაზები და მომხიბვლელები, და ორსულობაც კი არ უშლიდა მათ ხელს მჭიდრო კორსეტების ტარებაში, მეტიც, ზოგიერთი ექიმის მტკიცებით, კორსეტის ტარება სასარგებლოც კი იყო ვინაიდან ის სხეულის სწორი პოზის შენარჩუნებას უწყობდა ხელს.





მოწევა


image


ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში მოწევა სასარგებლოდ ითვლებოდა და ყველა ახალგაზრდა დედას სიგარეტის შეძენისკენ მოუწოდებდნენ, ვინაიდან ფიქრობდნენ რომ ნიკოტინი საჭმლის მონელებასა და ნივთიერებათა ცვლას აწესრიგებდა.







ორსულობა ნარკოზის ქვეშ



image


ზოგიერთ ქალს ქლოროფორმის სუნთქვას ურჩევდნენ, მაგრამ იმის გამო რომ ის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე უარყოფითად მოქმედებდა, მათ უმეტესობას მუცლის მოშლა აღენიშნებოდა.






ძვირფასი სამოსისა და ნივთების ტარება


image


გარდა იმისა, რომ ქალები უცნაურ სამედიცინო რჩევებს ზედმიწევნით ითვალისწინებდნენ, მათ შორის მრავლად იყვნენ ცრურწმენით შეპყრობილნიც. მაგალითად, იმ პეროდში ერთ - ერთი ასეთი გავრცელებული ცრურწმენა იყო რომ თუ ქალს სურდა რომ მისი შვილი ლამაზი ყოფილიყო, ორსულობის პერიოდში ყველაზე ძვირფასი სამოსი და ნივთები უნდა ეტარებინა, ამიტომ ქალბატონები არჩევანს მძიმე კაბებზე აკეთებდნენ, რომლებიც მთლიანად ძვირფასეულობით იყო გაფორმებული.






ალკოჰოლი



image


ასი წლის წინ, ბევრი ექიმი ორსულებს წითელი ღვინის დალევას ურჩევდა. შესაძლოა, მცირე დოზა მართლაც სასარგებლო იყო, თუმცა ზოგიერთი პაციენტი ფიქრობდა, რომ თუ "ექიმი ალკოჰოლის მიღების ნებას იძლეოდა, იქ დათრობაც შეიძლებოდა", ამიტომ ქალბატონები მცირე დოზებით როგორც წესი, არ შემოიფარგლებოდნენ.






მანქანით გადაადგილების აკრძალვა


image


რჩევის კიდევ ერთი უცნაური წყარო იყო რეკლამა - მაგალითად, აშშ-ს რკინიგზის სარეკლამო კამპანია ამტკიცებდა, რომ ორსულ ქალებს მანქანით არ უნდა ემგზავრათ, რათა ბავშვის ჯანმრთელობისთვის ზიანი არ მიეყენებინათ, ერთი ქალაქიდან მეორეში გასამგზავრებლად კი ისინი მათ მხოლოდ მატარებლით გადაადგილებას ურჩევდნენ.






მზის შიში


image


ქალებს მზეზე გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევდნენ, რადგან ულტრაიისფერი გამოსხივება იმ პერიოდში ჯანმრთელობისთვის საზიანოდ ითვლებოდა, თუმცა ზოგიერთ ქალში ეს შიში აბსურდამდეც კი აღწევდა და ზოგიერთი მათგანი სახლიდან 9 თვის განმავლობაშიც კი არ გადიოდა.






0
934
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
934