x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ჯინსი რომ უზადოდ მოგერგოთ, ყიდვისას ეს წესები გაითვალისწინეთ
ჯინსს უამრავი ადამიანის გარდერობში შეხვდებით, თუმცა არც ისე ადვილია ისეთი შარვალი შეარჩიოთ, რომელიც უნაკლოდ მოგერგებათ. თუ ამ ათ წესს გაითვალისწინებთ, მაშინ შარვალი ნამდვილად კარგად მოგერგებათ და თქვენს სხეულს ლამაზად გამოკვეთს.

მარკირება

imageროგორც წესი, მწარმოებლები ზომებს დუიმებში გამოსახავენ. W- წელის გარშემოწერილობას აღნიშნავს, ხოლო L-შარვლის შიდა სიგრძეს (ფეხის სიგრძე უბიდან). მითითებული ზომა რომ სანტიმეტრებში გადაიყვანოთ, გაამრავლეთ 2, 54-ზე.

ხაოიანი სტრუქტურა

imageბამბის კლასიკური ჯინსი სქელია და ხაოიანი. ის თხელი და პრიალა არ უნდა იყოს, თუნდაც საზაფხულო მოდელი იყოს.


უბის სიგრძე შესაკრავამდე

imageფოტოზე მონიშნული ადგილი 7-9 სმ-ზე მეტი არ უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთი შთაბეჭდილება დარჩება, რომ შარვალი ვიწროა და გაწელილია.


სწორი დგომა


imageთუ სილუეტის დაგრძელება გსურთ, მაღალწელიანი შარვალი უნდა შეარჩიოთ. ამ ეფექტის მისაღწევად ნუ აიქაჩავთ ზემოთ ისეთ ჯინსს, რომელსაც მაღალი წელი არ აქვს.ეს მხოლოდ შარვლის უბეს დაამახინჯებს.


უკანა ჯიბე

imageყურადღება მიაქციეთ თუ როგორაა დამუშავებული უკანა ჯიბეების კიდეები. კიდეები მსხვილი გვირისტით უნდა იყოს დამუშავებული, რათა ჯიბეები მალე არ ჩამოირღვეს.


სილუეტის დაგრძელება

imageმსგავსი ვერტიკალური დეტალები ფეხებს ვიზუალურად აგრძელებს და უფრო ჩამოსხმულს აჩენს.


ელვა შესაკრავი

imageელვაზე აუცილებლად უნდა იყოს ykk აღნიშვნა. ეს ფურნიტურის ცნობილი მწარმოებელია, რომლის ნაწარმსაც ჯინსის ყველა ცნობილი მწარმოებელი იყენებს. შესაკრავის კბილები და ენა ერთი ფერის უნდა იყოს.


საქამრე

imageჯინსს 5 ან მეტი საქამრე უნდა ჰქონდეს, რომ ქამარი შარვალს კარგად მოერგოს.


სახიფათო “ნაოჭები"

imageასეთი “ანაოჭება" მხოლოდ მაშინაა ლამაზი, როცა მუცელი ბრტყელია. სხვა შემთხვევაში ასეთი მოდელი ფიგურას მხოლოდ დაამახინჯებს და მუცელზე ზედმეტ კილოგრამებს მოგიმატებთ.


პრინტიანი მოდელები

imageიმისთვის, რომ საკუთარ თავს ვიზუალურად ზედმეტი კოლოგრამები არ დაუმატოთ, უარი თქვით გაფორმებაზე. მსხვილი კონტრასტული პრინტიც დამატებით მოცულობას სძენს ფიგურას და პრობლემურ ზონებს უფრო თვალშისაცემს ხდის.


0
1971
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1971
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0