x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ვიპოვე ცოცხების სცენის როლის შემსრულებელი" - ელისო კილაძის ციხის კადრების სკანდალური გამოძიება

image


ჟურნალისტი ელისო კილაძე "ფეისბუქის" პარად გვერდზე "ქრონიკა+"-ისა და საგამოძიებო ბიუროს მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების ანონსს აზიარებს, სადაც ცოცხების სკანდალის მთავარი გმირი, გოჩა ყაზარაშვილი 9 წლიან დუმილს არღვევს და პირველად იმ კადრების აფერაზე საუბარობს, რომელმაც 2012 წელს სრულიად საქართველო შეძრა. ცოცხების სკანდალის მთავარი გმირის თქმით, კადრებში რომელშიც ის მონაწილეობდა ლადო ბედუკაძის მიერ დაწერილი სცენარის მიხედვით იყო გადაღებული, რომელშიც მან ყაზარაშვილის თქმით, დიდი ფული აიღო. როგორც 2 წუთიანი სკანდალური ვიდეომასალიდან ვგებულობთ ასევე სიმართლეს არ შეეფერება 26 000 ქართველი ვაჟკაცის გაუპატიურების ამბავიც, რომლის საზოგადოებისთვის დაჯერებასაც "ქართული ოცნება" წლების განმავლობაში ასე მონდომებით ცდილობდა. ნახეთ, რა პოსტს ავრცელებს ელისო კილაძე ზემოხსენებული ანონსის პარალელურად.


"მაშ ასე-ყველაზე სკანდალური საქმის სკანდალური ფინალი !
ცხრა წლის მერე დარღვეული დუმილი და საჯარო აღიარება ! ქრონიკა+ -ის ჟურნალისტური გამოძიების ბიუროს პირველი ანონსი.


ეს მხოლოდ დასაწყისია !


მაშ ასე-მითი ცოცხების კადრების შესახებ დასრულებულია! ვიპოვე ცოცხების სცენის მთავარი როლის შემსრულებელი გოჩა ყაზარაშვილი და ინტერვიუზე დავითანხმე ! ცხრა წლის მერე დარღვეული დუმილი... მოყვა შოკისმომგვრელი დეტალები - როგორ და ვის მიერ დაიდგა ცოცხები ! ამიერიედან, ყველა ქოცს, ვინც ცოცხს ახსენებს ეს ვიდეო გაუზიარეთ (სრული ფილმი მზადების პროცესშია) #გააზიარეთყველამ!!"- ვკითხულობთ ელისო კილაძის სკანდალურ პოსტში.






0
489
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
489