x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508249
10 საინტერესო ფაქტი ცნობილი ,,ტიტანიკი"-ს შესახებ, რომლის შემდეგაც ფილმს სულ სხვა თვალით შეხედავთ

1997 წელს გამოსული ცნობილი ფილმი “ტიტანიკი" კინემატოგრაფის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული იყო, როუზის და ჯეკის სიყვარულის ტრაგიკული ისტორია კი ყველასთვის საკულტო იყო. წარმოგიდგენთ ფაქტებს ფილმის გადაღებებიდან, რომლებიც შეიძლება არ იცოდეთ:

1. სცენა, რომელშიც ჯეკი როუზს გემბანიდან ფურთხებას ასწავლის, სრულიად იმპროვიზირებული იყო.image

2. მოხუცი წყვილი, რომლებიც სიკვდილს ელოდნენ საწოლში გემის ჩაძირვის დროს, ტიტანიკზე ნამდვილად იყვნენ. ისიდორის და იდა შტრაუსის სიყვარულის ისტორია ისეთივე ამაღელვებელია, როგორც ჯეკისა და როუზის. ისინი 40 წელი იყვნენ დაქორწინებულები და თვითმხილველები ამბობენ, რომ ასაკის გამო მათ სამაშველო ნავზე ასვლის უფლება მისცეს, მაგრამ ისიდორმა უარი თქვა ასვლაზე მანამ, სანამ ყველა ქალი და ბავშვი არ დატოვებდნენ გემს. მისმა ცოლმა ქმართან დარჩენა არჩია და ისინი ბოლოს ნავის გემბანზე ნახეს, რომლებიც მზეზე ისხდნენ და ელოდნენ აღსასრულს.image

3. როუზის ცნობილი პორტრეტი სინამდვილეში ჯეიმს კამერონმა დახატა. კადრში სწორედ კამერონის ხელი ჩან.image

4. გემზე წყალი იმდენად ბევრი და ცივი იყო, რომ ქეით უინსლეტს პნევმონიაც დაემართა.image

5. სცენა, რომელშიც როუზი თავის ყოფილ საქმროს სახეში აფურთხებს, ასევე იმპროვიზირებული იყო. ბილი ზეინმა არ იცოდა ქეითის იდეის შესახებ, ამიტომ გაოცება და სახეზე აღბეჭდილი ზიზღი სავსებით რეალურია.image

6. წყალქვეშ ჩაძირული ტიტანიკის კადრები რეალურია. ჯეიმს კამერონმა თვითონ ჩაყვინთა წყალში, გემის ნარჩენები რომ ენახა. რეალურად, რეჟისორმა ტიტანიკის ნარჩენებში თვით მგზავრებზე მეტი დრო გაატარა წყალქვეშ. მან 12-ჯერ ჩაყვინთა და იქ 15-17 საათი გაატარა. image

7. გადასაღებ მოედანზე ხალიჩები იმავე მწარმოებლის შექმნილია, ვინც ტიტანიკისთვის შექმნა ისინი. White Star Line -ის მკვლევარებმა იზრუნეს იმაზე, რომ დეკორაცია მაქსიმალურად მიახლოებული ყოფილიყო რეალურთან. კამერონი დაჟინებით მოითხოვდა ნამდვილი ფონის, ნამდვილი ბროლის ჭაღების და ტყვიის ფანჯრების გამოყენებას. მან ასევე დაარწმუნა ფირმა BMK-Stoddard, რომელიც ხალიჩებს ამზადებდა ნამდვილ ტიტანიკისთვის, ინგლისიდან, გაეკეთებინა ხალიჩები ფილმისთვის. მწარმოებლებმა შეინახეს ორიგინალი ხალიჩის ნიმუშები სწორედ ისინი ჩანს კადრებშიც.image

8. ღამის ცა არასწორად იყო ნაჩვენები თავდაპირველ ფილმში და შეიცვალა 2012 წლის ხელახალ გამოცემაში. რადგანაც ტიტინიკი ისტორიულ ფილმად ითვლებოდა, მაყურებლის თვალს შეცდომა არ გამოეპარა. სცენაში, სადაც როუზი ცაში იხედება და ვარსკვლავებს უყურებს, ისთანავარსკვლავედი არ ჩანს, რომელიც რეალურად ტიტანიკის ჩაძირვის დღეს იყო. ამერიკელი ასტროფიზიკოსი ნილ დე გრას ტაისონი დაჟინებით მოითხოვდა ამის შეცვლას. ბოლოს კამერონი დათანხმდა და ტაისონს გამოეგზავნინა თანავარსკვლავედის ზუსტი რუკა. image

9. ნამდვილი ტიტანიკი 02:20 წუთზე ჩაიძირა და ფილმში, როცა გემი ჯერ კიდევ იძირებოდა, შეგიძლიათ ნახოთ საათი, რომელიც აჩვენებს 02:15 წუთსimage

10. ავტომობილი Renault ტიტანიკის ბორტზე ნამდვილად იყო. მანქანა არის 1912 წლის Renault Type CB Coupe de Ville. ის ეკუთვნოდა ამერიკელს, სახელად უილიამ კარტერს. მას მანქანა ახალი ნაყიდი ჰყავდა ევროპაში მოგზაურობის დროს. კარტერი გადარჩა და მოგვიანებით მოითხოვა 5000 დოლარის დაბრუნება White Star Line-სგან. მისი ახლად შეძენილი მანქანისთვის. დღეს ღირებულება დაახლოებით $130, 000 იქნება.image

1
432
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
432
  
2021, 27 ოქტომბერი, 0:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1