x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134376
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
"ეს მავნებელი რას ბედავს! ეს მართლა მავნებელი და ფსიხი“ - ინგა გრიგოლია ირაკლი ღარიბაშვილზე

image


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია საქართველოს პრემიერ - მინისტსრის ირაკლი ღარიბაშვილის სავალდებულო ვაქცინასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას "მავნებელსა" და "ფსიხს" უწოდებს.


"დაღუპული ადამიანების რიცხვს უკვე ვეღარ ვითვლით და ეს მავნებელი რას ბედავს! ეს მართლა მავნებელი და ფსიხი. ოღონდ მეორე ტური არ წააგონ და მზად არიან, ყველა საძაგლიბას მოაწერონ ხელი" - წერს გრიგოლია.


გუშინ, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ის როგორც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ - მინისტრი სავალდებულო ვაქცინას არ დაუშვებს და მოქალაქეებს თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლებას არ წაართმევს.


"მე, როგორც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინციას. მე მინდა, ეს ყველამ კარგად იცოდეს. ჩვენს მოქალაქეებს აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება და საშუალება. მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ დროულად ჩამომეტანა საკმარისზე მეტი ვაქცინები, მილიონობით ვაქცინა ჩამოვიტანე და პირადად ვიყავი ჩართული ამ მოლაპარაკებების პროცესში და ყველანაირი ვაქცინა ჩამოვიტანეთ საქართველოში. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი უალტერნატივო გამოსავალი. უნდა დავარწმუნოთ და არა ვაიძულოთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი." - განაცხადა ღარიბაშვილმა.




0
870
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
870