x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
რატომ მოსწონს ხალხს მარტო ყოფნა: 10 ყველაზე პოპულარული პასუხი
რა აქვთ საერთო მსახიობებს ემა უოტსონსა და ჯენიფერ ენისტონს? ორივე გაუთხოვარია. „მარტო ბედნიერი ვარ. ამას თვითკმარ პარტნიორობას ვუწოდებ“ – თქვა უოტსონმა 2019 წელს ერთ–ერთ ინტერვიუში. ისინი ერთადერთი არ არიან, რომლებიც ასეთი ცხოვრებით ტკბებიან.

კითხვა სოციალურ ქსელში

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ერთ–ერთმა მომხმარებელმა დასვა კითხვა: „რატომ გიყვართ მარტოობა?“ პასუხმაც არ დააყოვნა. მას 13 ათასზე მეტი კომენტარი აქვს, რომელიც პარტნიორის გარეშე ცხოვრების შესახებ საინტერესო ინფორმაციას შეიცავს. უპირატესობებს შორის სახელდება: საწოლის შუაში წოლის შესაძლებლობა, როცა არავინ გავიწროებს.

ბედნიერება მარტოობაში


image

ბევრი აღიარებს, რომ საზოგადოებაში დროის გატარება არ უყვარს. „ერთი მეგობარი მყავს, რომელსაც 2 კვირაში ერთხელ ვნახულობ და ეს ჩემთვის საკმარისია“ – წერს ერთ–ერთი მომხმარებელი კომენტარში.

სხვამ აღნიშნა სიხარულის გრძნობა, რომ შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რაც სურს. მაგალითად:

  • გვიანობამდე გარეთ ყოფნა
  • უფლება იყიდო ის, რაც გსურთ
  • ნებისმიერი ფილმის ყურება
  • ნებისმიერი მუსიკის მოსმენა
  • ბინის გარემონტება საკუთარი გემოვნებით
  • დროის საკუთარი ნებით დაგეგმვა
  • პარტნიორთან განხილვის გარეშე ფულის ხარჯვა ან დაზოგვა
image


თუ მარტო ცხოვრობთ, არ გჭირდებათ იმაზე ფიქრი, თუ რა მოამზადოთ ვახშმად. შეგიძლიათ არაფერი მოამზადოთ და მხოლოდ სენდვიჩით ან პოპკორნით გამოძვრეთ.

„თავს მარტოსულად ვგრძნობ? ვაღიარებ, ზოგჯერ კი. მაგრამ კარგი მეგობრები მყავს. როცა ურთიერთობა მსურს, ვეხმიანები. როცა არა, სახლში ვრჩები“ – აღიარა ერთ–ერთმა მომხმარებელმა.

საკუთარი ცხოვრების მართვა

image

ბევრი ამბობს, რომ ვინმესთან ცხოვრება სწრაფად აღიზიანებს. მაგალითად, პარტნიორი შეიძლება ხვრინავდეს და ამის გამო ერთ–ერთი მათგანი უძილობით შეიძლება იტანჯებოდეს.

„თქვენ თქვენებურად აკეთებთ, შემდეგ ვიღაც ითხოვს, რომ ბევრი რამ განსხვავებულად გააკეთოთ. მარტოხელობა არ მსურს, მაგრამ დამოუკიდებლად ცხოვრება მიყვარს“ – დაწერა კიდევ ერთმა მარტოობის დამფასებელმა.

image

„არ მინდა კარის გასაღები გადავატრიალო და ვიფიქრო იმაზე, თუ რა ხდება მეორე მხარეს. არ მინდა სხვების ემოციებით მანიპულირება ან თითის წვერებზე სიარული. სიმშვიდე მიყვარს, ჩემი სივრცე მხოლოდ მე მეკუთვნის. მძულს ვალდებულებები, რაც ურთიერთობას ახლავს. არ მინდა სხვების ღონისძიებებზე დასწრება, ნათესავებისთვის საჩუქრების ყიდვა და ა.შ. მოკლედ, ეგოისტი ვარ“ – გულწრფელად აღიარებს გოგონა.

image

კიდევ ერთი ადამიანი მარტოხელა ცხოვრებით ტკბება, რადგან თავად ირჩევს იმას, რაც სურს და ვინმესთან კამათი არ სჭირდება.

„როცა რამის ჭამა მინდა, მივდივარ და ვჭამ იმას, რაც მომწონს. ამისთვის საათობით ლაყბობა არ მიწევს, თუ რა არის სხვისთვის კარგი, მაგრამ არა ჩემთვის, შემდეგ ჩემთვის კარგი, მაგრამ არა მისთვის, შემდეგ ბოლოს იმაზე შეჩერება არ გვიწევს, რაც არც ერთს არ გვინდა, მაგრამ ამას ორივე ვეგუებით. შემიძლია დასვენების დღეებში შუადღემდე დავიძინო, შემდეგ ავდგე და მთელი დღე ვიდეოთამაშები ვითამაშო. დასვენების დღეები მაქვს და ლაპარაკი ან გრძნობების გამოხატვა საერთოდ არ მსურს. არავისთან ლაპარაკი ან ზეწოლა არ მჭირდება“.

image

კიდევ ერთი ადამიანი ამბობს, რომ მარტოობამ საშუალება მისცა ბაკალავრიატის დასრულებაზე მეტად კონცენტრირებული ყოფილიყო, რაც გასულ კვირას დაასრულა.

image

კიდევ ერთი გოგონა ამბობს, რომ მარტო ცხოვრებით გააცნობიერა, თუ ვინ არის. უკვე 4 წელია მარტოა და ძალიან მოსწონს, ვინც გახდა. მისი თქმით, მიზნების დასახვა, საკუთარი თავის შეცნობა და იმის გაგება შეძლო, თუ რა სურს.

image

ბევრი ამბობს, რომ მარტოობის მთვარი პლიუსები ისაა, რომ საჭირო არაა იმაზე ნერვიულობა, თუ როგორ გამოიყურებით ან რა გაცვიათ, სანამ სახლში ისვენებთ: „თმა უბრალოდ შეკრული, მაკიაჟის გარეშე, შარვლის გარეშე და პრობლემების გარეშე“.

image

კიდევ ერთი წერს: „ფულის დაზოგვა შევძელი. ქირის და კომუნალური მომსახურების გარდა ბოლო 3 თვის განმავლობაში მხოლოდ 50 დოლარი დავხარჯე“.

0
153
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
153