x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
,,სიტყვები არ მყოფნის ჩემი შოკის და მწუხარების გამოსახატად"-ალეკ ბოლდუინის პირველი კომენტარი გადასაღებ მოედანზე უბედური შემთხვევის გამო

ტრაგედია ნიუ-მექსიკოში, ვესტერნის ჟანრის ფილმის გადასაღებ მოედანზე მოხდა. 63 წლის ალეკ ბოლდუინმა, რომელიც ფილმში მონაწილეობს, შემთხვევით ესროლა და მოკლა 42 წლის ოპერატორი გალინა ჰაჩინსი და დაჭრა 48 წლის რეჟისორი ჯოელ სიუზა.
სცენარის მიხდვით, ბოლდუინმა იარაღიდან ისროლა, რომელშიც ნამდვილი ტყვიები აღმოჩნდა.image

ჰაჩინსი საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. სიუზა კრიტიკულ მდგომარეობაშია საავადმყოფოში.
პოლიცია ჯერ კიდევ იძიებს ინციდენტს. თავად მსახიობისთვის კი ბრალი ჯერ-ჯერობით არ წაუყენებიათ.image

მსახიობმა პირველი კომენტარი თვითერის საშუალებით გააკეთა:

“სიტყვები არ მყოფნის, რომ გამოვხატო ჩემი შოკი და მწუხარება ტრაგიკული ინციდენტის გამო, რომელმაც გალინა ჰაჩინსის სიცოცხლე შეიწირა, მეუღლის, დედისა და ჩვენი უაღრესად პატივცემული კოლეგის. მე სრულად ვთანამშრომლობ პოლიციის გამოძიებასთან იმის გასარკვევად, თუ როგორ მოხდა ეს ტრაგედია და ვაგრძელებ კავშირს მის მეუღლესთან, ვთავაზობ დახმარებას მას და მის ოჯახს“.image

0
34
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0