x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მამის ელვისებურმა რეაქციამ ბავშვი მინიმუმ ტრავმებს გადაარჩინა

image წუხელ საღამოს სამეზობლოში ჯერ შეკივლების ხმა გაისმა, მერე კი ხმამაღალი შეძახილები მოჰყვა.
სწრაფად გადავირბინე და აღმოჩნდა რომ ოჯახის შვილიშვილი, რომელიც საბავშვო კალათში იწვა, უფროს ძმას მაგიდაზე შემოუსვამს და ჩამოყვანისას ბავშვი ხელიდან გაუვარდა კალაასთან ერთად.
საბედნიეროდ ბავშვი ტრავმებს კალათის სახელურმა გადაარჩინა და სტაციონარში გადაყვანის აუცილებლობა მოიხსნა, თუმცა გამოკვლევები მაინც ჩაუტარდა.
რისი თქმა მინდა ამით?-ხშირად შევსწრებივარ და ცუდი რეაქცია მქონია როცა პატარა ბავშვს უფროსები ზევით ააგდებენ და მერე იჭერენ, ხშირად ბავშვი ტირის უფროსები კი ხორხოცებენ, არაა ბავშვი არც ბურთი და არც ნივთი ასე ათამაშონ, თან ბავშვს ჯერ ძვალსახსროვანი სისტემა ჯერ კიდევ არა აქვს მყარი და ტრავმის მიღების ალბათობა ძალიან დიდია.
არც ის მომწონს, როცა პატარა ბავშვს ორიოდე წლით უფროს დას ან ძმას უტოვებენ მისახედად, თავად პატარა ბავშვმა როგორ უნდა მიხედოს მასზე უმცროსს, როცა მღვიძარე პატარა მუდამ ცდილობს იმოძრაოს.
ზოგადად ბავშვის ან ბავშვების მიტოვება ხშირად ტრაგედიით დამთავრებულა, იქნებოდა ეს აივანზე ასვლა და გადმოვარდნა თუ დენთან კონტაქტი დენგამტარი ინვენტარით.
ამ ვიდეოზეც ჩანს ოთახში მარტო მყოფი პატარა, რომელიც თავის ეტლ-კალათთან ერთად ვარდებოდა იატაკზე, რომ არა მამის ელვისებური რეაქცია, რომელმაც ოჯახი ნერვიულობას, ხოლო პატარა სავარაუდო ტრავმას ან ტრავმებს გადაარჩინა.

0
97
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0