x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვიდეო:მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა შემთხვევით ოპერატორი მოკლა
image


პისტოლეტში, საიდანაც მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა შემთხვევით მოკლა ოპერატორი და დაჭრა რეჟისორი, ერთი საბრძოლო ვაზნა იდო. ამის შესახებ ჟურნალი Variety-ი ლოს ანჯელესის პროფკავშირის გასართობ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება.





"ცნობილმა მსახიობმა შემთხვევით გაისროლა გადაღების ადგილზე, რის შედეგადაც დაიჭრა ოპერატორსი და რეჟისორი" - ნათქვამია პროფკავშირის განცხადებაში.






შეგახსენებთ, ტრაგედია ნიუ-მექსიკოში, ფილმის "ჟანგის" გადაღებისას მოხდა. პისტოლეტი, საიდანაც მსახიობმა გაისროლა, ცარიელი ვაზნებით უნდა ყოფილიყო დატენილი. თუმცა, გასროლის დროს ტყვია ან ტყვიის ნატეხი მოხვდა მათ, ვინც ყველაზე ახლოს იყო მსახიობთან. კინოოპერატორი გალინა ჰატჩინსი გარდაიცვალა, რეჟისორი ჯოელ სოუზი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.




0
71
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0