x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"ტოლს არ უდებთ TV "ნადეჟდას" აპოკალიფსური მეძა@ივით დაცემულ "სტაფს" - ქეთი ქურდოვანიძე ინგა გრიგოლიას

image


ჟურნალისტი და ფილოლოგი ქეთი ქურდოვანიძე, ინგა გრიგოლიას საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ საკააშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო საჯაროდ აკრტიკებს და მას სახლში წასვლისკენ მოუწოდებს. პოსტს, რომელიც ჟურნალისტმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა უცვლელად გთავაზობთ.



"Inga grigolia ინგა გრიგოლია


ქალბატონო ინგა, რა სამწუხაროა, რომ თქვენი ჟურნალისტური კარიერის ესოდენ გრძელ გზაზე ვერც პროფესიულად განვითარდით, ვერც ფასეულობები ჩამოგიყალიბდათ და დარჩით ნუგზარ ფოფხაძის მედიასივრცის გაუშლელ ყვავილად. არადა, რამდენჯერ მოგეცათ შანსი, რომ თავი დაგეღწიათ ამ პატრიარქალური მდგომარეობისგან და ეს წარმართული რიტორიკა უფრო რბილი, ადამიანური და ობიექტური მსჯელობით შეგეცვალათ.


განსაკუთრებით დასანანია, რომ ბატონ კახა ბენდუქიძესთან განცდილმა მარცხმაც კი ვერაფერი დააკლო თქვენს მონოლითურ, ყალბი გულწრფელობითა და უკიდურესი თვითდაჯერებულობით გაჯერებულ საბჭოურ მენტალიტეტს, არადა, თითქოს, იმ ეპოქასთან მხოლოდ უღრუბლო ბავშვობა გაკავშირებთ.


ის, რასაც ახლა აკეთებთ, შევარდნაძის ეპოქის ტელეგადაცემების კოპირებაა, როდესაც ჟურნალისტებმა წარმატებით მოირგეს პროკურორებისა და მოსამართლეების როლი და პირდაპირი ეთერით ასამართლებდნან ადამიანებს თავიანთი პოლიტიკური გემოვნების კვალდაკვა. ჰოდა, ახლა თქვენ იმემკვიდრეთ ეს როლი და ტოლს არ უდებთ TV "ნადეჟდას" აპოკალიფსური მეძავივით დაცემულ "სტაფს".


ვინ მოგცათ უფლება, დააბრალოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ისეთი რამ, რაც არამც თუ არ ჩაუდენია, არამედ იმის საშუალებაც კი არ ჰქონია, წარმდგარიყო სამართლიანი სასამართლოს წინაშე. თქვენი ქოცური ლოგიკით გამოდის, რომ ვინც კი მიშას ხელისუფლების დროს მოკვდა, ყველა მისი მსხვერპლია? კარგად მახსოვს თქვენი გადაცემები ჟვანიას ე.წ. მკვლელობის საკითხზე, ახლა არ გერიდებათ იმის გახსენება, რასაც მაშინ ამბობდით?


ჰოდა, ჩემი რჩევა, როგორც თქვენზე გამოცდილი, თქვენზე ჭკვიანი, თქვენზე განათლებული და პატიოსანი ჟურნალისტისა - წადით სახლში და ელისო ჩაფიძისგან ისწავლეთ ხაჭაპურის გამოცხობა, მოცალეობის ჟამს კი იფიქრეთ იმაზე, "რა აკეთეთ, რას შვრებოდით" ამ ბედუკუღმართ წუთისოფელში


ჟურნალისტი და ლიტერატურათმცოდნე ქეთი ქურდოვანიძე" - აღნიშნულ პოსტს მალევე გადაცემა "რეაქციის" წამყვანი საპასუხო პოსტით "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოეხმურა.


"ღმერთო, მარტო ის გამაგებინე, თანაბრად როგორ ვარდებიან ისტერიკაში ქოცების და ნაცების ფანები ჩემს გადაცემებზე და მეტი არაფერი მინდა. ახლა ვიღაც ნაც ქალს არ მოსწონებია ჩემი გადაცემა, წინა დღეებში – ვიღაც ქოცქალს და ვარ ასე.… უნდა დავაჭიდო ეს ქოცების და ნაცების ფანკლუბები და აბა ვინ აჯობებს. იმედია, ისე წავალ ამ ქვეყნიდან, ასი წლის მერე, რომ ვინმე პოლიტიკოსზე არ გავაფანატებ." - წერს ინგა გრიგოლია.







0
578
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
578