x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
"კლინიკა გაიქცა, ანუ დატყდა ყველა, პოლიცია ეძებთ" - რას წერს დათო ლიკლიკაძე

image


ჟურნალისტი, დათო ლიკლიკაძე დღეს, თბილისის ერთ -ერთ კლინიკაში მომხდარ გაუგონარ შემხვევას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამასთან დაკავშირებით სარკასტულ პოსტს ავრცელებს.


"თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში მისულ ადამინებს (რომლებიც გრიპის აცრაზე იყვნენ ჩაწერილი და ფული წინასწარ ჰქონდათ გადახდილი), უთხრეს რომ კლინიკა გაიქცა. გაიქცა, ანუ დატყდა ყველა... პოლიცია ეძებთ. რანაირად უნდა დატოვო ამნაირი მხიარული ქვეყანა? მე ვრჩები საქართველოში." - ვკითხულობთ ლიკლიკაძის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე გოგელიას კლინიკაში მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მაგივრად, სავარაუდოდ, სხვა ნივთიერებით აცრეს. როგორც ადგილზე მყოფები ყვებიან, ისინი კლინიკაში გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინით ასაცრელად მივიდნენ და 75 ლარი გადაიხადეს, ხოლო როდესაც ვაქცინის შეფუთვის ჩვენება მოითხოვეს, მედპერსონალისგან უარი მიიღეს. მათივე თქმით, ინექცია გაუკეთეს ბავშვებსაც. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ კლინიკაში საგამოძიებო მოქმედებებიც ჩატარდა.


"რომ მივიყვანე ბავშვი, მოვითხოვე ოფიციალურად დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ყუთი ან შესყიდვის ორდერი, რომ ბავშვს გაუკეთეს ფრანგული ვაქცინა. რა თქმა უნდა დაიბნა ვინმე გიორგი ჩანდლერი, მეუბნება, რომ არ აქვს, სხვა პარტია ჩამოვიდა, რომელიც არ არის დაბრენდილი. ეჭვი ავიღე, რომ საქმე მქონდა თაღლითურ დაჯგუფებასთან. შევედით მე და ჩემი მეუღლე და ვკითხეთ, რითი ამიცერით ბავშვი. აღიარა, ვარ მოსაკლავიო, კი ბატონოო, არაფერი შემომიტანია კომერციულად, ყველა ავცერი C ვიტამინითო", – ჰყვება "მედ სითის" დამფუძნებელი თათა დვალიშვილი.




0
464
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
464