x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508491
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ყოფილი მესამე პრეზიდენტი პოლიტიკური პატიმარი თუ პირი რომელმაც ჩაიდინა კრიმინალი საზღვრის უკანონო გადმოკვეთით

image საქართველოში 2 ოქტომბრის არჩევნების წინ ქვეყნის ყოფილი მესამე პრეზიდენტის დაბრუნებამ ბევრი რამ შეცვალა, დარაზმა დაქსაქსული ნაციონალური მოძრაობის წევრები და მომხრეები და საერთო ჯამში პარტიამ დადო ის მაჩვენებელი რასაც არცერთი ანალიტიკოსი არ ელოდა.
ყველაფერი კი დამთავრდა იმით რომ ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს და მისსავე აშენებულ, რუსთავის ევროპული სტანდარტების ციხეში მოათავსეს.
ციხესთან რამდენიმეჯერ გაიმართა აქცია მისი განთავისუფლების მოთხოვნით, სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, რამაც დამატებითი თავსატეხი გაუჩინა ქვეყნის ხელისუფლებას ევროპელ მოკავშირეებთან.
ბევრჯერ მითქვამს ფანატიკოსობა ერში და ბერში ანადგურებს ქვეყანას, ისევ გამოჩნდნენ ის "ისტები", ვინც მუდამ მზადაა ყიჟინისათვის და მასის წინ "ტორპედოდ" ყოფნისათვის.
ისევ გაისმა ომახიანი მიშა-მიშა და ამას დაემატა მოთხოვნა: თავისუფლება პოლიტიკურ პატიმარ სააკაშვილს.
აი აქ კი უკვე ვაწყდებით ბარიერს, არის თუ არა მიშა პოლიტიკური პატიმარი ზოგადად.
მე ვთვლი და არა მარტო მე, რომ ყოფილი პრეზიდენტი არაა პოლიტიკური პატიმარი, არა აქვს მნიშვნელობა მის ყოფილ სტატუსს საქართველოში ამ ადამიანმა უკანონოდ გადმოლახა ამ ქვეყნის საზღვარი როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქემ ეს კი უკვე კრიმინალური და დასჯადი ქმედებაა.
აქ არ დავწერ მიშას რრეფორმატორულ ნიჭზე, რომელიც ფანტასტიკის სფეროში გადაეზარდა და ანაკლიასთან ახლოს რამსაარის კონვენციით დაცული კოლხეთის ეროვნულ პარკში მდინარე ჭურიის სანახებში აპირებდა ქალაქ ლაზიკის აშენებას.
ცალკე თემაა თუ როგორ აიძულა ზუგდიდელი (ბრიტანეთის მოქალაქეა) ბიზნესმენი თემურ ქარჩავა ანაკლიის პორტის ასაშენებელი პროექტისათვის თავი დაენებებინა.
ქარჩავა იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა და ბრიტანეთს შეაფარა თავი.
ქართული პროკურატურა კოსტუმებზე და ბიუჯეტის გადახარჯვებს ედავება სააკაშვილს, როცა სრულიად საფუძვლიანად და სამართლებრივად შეიძლება მისი საქმის გამოძიება შემდეგი მიმართულებებით, რასაც ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვა საქართველოსათვის.
1. შექმნა ქურთის ადმინისტრაცია და მას სამართავად გადასცა ახალგორი, რამაც შემდგომში ახალგორის დაკარგვა გამოიწვია.
2. დემილიტარიზებულ ზემო აფხაზეთში, კოდორის ხეობაში შეიყვანა შეიარაღებული ძალები. ამ მოქმედებამ ხლები გაუხსნა რუს ოკუპანტებს და აფსუა სეპარატისტებს მოქმედებისათვის.
3. კოდორიდან მისი ბრძანებით გამოიყვანეს საკმაოდ მძლავრი და კარგად შეიარაღებული ქართული კონტიგენტი 2008 წელს, დიდძალი შეიარაღება და ტექნიკა სეპარატისტებს და ოკუპანტებს ჩაუვარდათ ხელში.
4. პრეზიდენტობის პირველივე დღეებში შეხვდა პუტინს და მას შესთავაზა სოხუმამდე დაებრუნებინათ დევნილები ხოლო სოხუმი და სოხუმს იქით განზე გვრჩებოდა.
5. ჩამოიყვანა რუსეთის მოქალაქე და რუსული მენტალიტეტის მქონე ბიზნესმენი კახა ბენდუქიძე, რომელმაც გაანადგურა ქართული ეკონომიკა და რუსეთს გადასცა სამართავად უამრავი ობიექტი.
6. ლამის მთელი ენერგოსისტემა ჩააბარა რუსეთს.
7. რეფერენდუმის გარეშე შეცვალა დროშა და ჰიმნი რისი უფლებაც სამართლებრივად მას არ ჰქონდა.
და ბოლოს 2012 წელს არჩევნებში დამარცხების მერე ვადის ამოწურვამდე დატოვა საქართველო, დათმო საქართველოს მოქალაქეობა და მიიღო უკრაინის მოქალაქეობა.
ცნობილია მისი კონფლიქტი უკრაინის შსს-ს მინისტრ ავაკოვთან, რომელთან უბრადაა დღემდეь მაშინ ავაკოვმა წყლიანი ჭიქა ესროლა სააკაშვილს.
ეს მაშინ როცა მისი დასაყრდენები და კადრები ავაკოვთან ერთ ხმაზე "ჟღურტულებდნენ" მასთან.
imageimage



0
338
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
338