x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
იღუპებიან თუ არა ორჯერ აცრილები კოვიდ გართულებით დედოფლისწყაროში?
image


გვიცავს თუ არა კოვიდ ვაქცინა ინფიცირების შემთხვევაში დამძიმებისა და შემდგომში სიკვდილისგან?... ამის გარკვევას დედოფლისწყაროს ტელევიზია მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრსა და საავადმყოფოში შეეცადა. იღუპებიან თუ არა ორჯერადად აცრილები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში კოვიდ ვირუსის გართულებით, ამ შეკითხვით სპეციალისტებს მივმართეთ.


როგორც დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მარიეტა გონაშვილი გვეუბნება, ორჯერადად აცრილი და სრულად ვაქცინირებული პაციენტი დედოფლისწყაროსა და მის სოფლებში არ გარდაცვლილა. ეს ეხება ასაკოვან პაციენტებსაც.


დედოფლისწყაროს მთავარი ეპიდემიოლოგი, ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ლალი ალადაშვილი დედოფლისწყაროს ტელევიზიასთან განმარტავს, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 46 პაციენტია გარდაცვლილი. მათ შორის გასულ წელს 12 ინფიცირებული, მიმდინარე წელს კი — 34 მოქალაქე.



ლალი ალადაშვილის მტკიცებით, დაზუსტებული ინფორმაციით, კოვიდ ინფექციის გავრცელების დღიდან დღემდე, კოვიდგართულებით


„თითოეული გარდაცვლილი პაციენტის შესახებ ყველანაირ ინფორმაციას დეტალურად ვეძებთ საავადმყოფოს მიერ ჩვენთვის მოწვდილ სიებში. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ამ დრომდე არცერთი გარდაცვლილი არ ყოფილა ორი დოზით ვაქცინირებული, “ — აცხადებს ლალი ალადაშვილი.

.

დედოფლისწყაროს ტელევიზიის ჟურნალისტები სვამდნენ კითხვებს: რამდენად სწორად აღირიცხება კოვიდ გართულებით გარდაცვლილი დედოფლისწყაროელი პაციენტების ჯამური მაჩვენებელი და ხომ არ რჩება სტატისტიკის მიღმა სხვა ქალაქების კლინიკებში გარდაცვლილი ადგილობრივები?


„სტატისტიკა, რომ ჯამში 46 გარდაცვლილი გვყავს, ეყრდნობა ჩვენთან შემოსულ ინფორმაციას. მაგრამ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ვინმე არ იყოს გადმოცემული. ჩვენ წერილობითი კონტაქტი გვაქვს რეგიონალურ ცენტრთან, რათა ყველამ მოგვაწოდოს ინფორმაცია და სწორი მონაცემები გვქონდეს. რეგიონული ცენტრები მას შემდეგ პერიოდულად სულ გვაწვდიან მათ ხელთ არსებულ მონაცემებს. მაგრამ, არ ვარ დარწმუნებული, რომ რეგიონს და რაიონს ყველა საავადმყოფო უკლებლივ აწვდის, “ — ამბობს ლალი ალადაშვილი.

.

რაც შეეხება დედოფლისწყაროს საავადმყოფოსა და სოფლებში მოძრავ ამცრელ პუნქტებში ჩატარებული აცრების ჯამურ მაჩვენებელს: ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზით დედოფლისწყაროში სულ აცრილია 9 696 ადამიანი, ხოლო ორივე დოზით — 4 252.


დედოფლისწყაროში სულ წელიწადნახევრის განმავლობაში 3 296 კოვიდ ინფიცირებულია აღირიცხული. აქედან 2 627 მხოლოდ წლევანდელი შემთხვევებია. 15 ოქტომბრის მონაცემებით 45 ახალი კოვიდ დადებითი პაციენტი გამოვლინდა დედოფლისწყაროს მასშტაბით.

1
386
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
386
  
2021, 27 ოქტომბერი, 1:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1