x
ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს?

image

არა­ლე­გა­ლუ­რი ბი­ნად­რო­ბა და თავ­შე­საფ­რის უსა­ფუძ­ვლო მო­თხოვ­ნე­ბი და­სავ­ლეთ ბალ­კა­ნე­თის ზო­გი­ერ­თი სა­ხელ­მწი­ფო­დან, ასე­ვე მოლ­დო­ვა­დან, სა­ქარ­თვე­ლო­დან და უკ­რა­ი­ნი­დან, ევ­რო­კავ­შირ­ში უვი­ზო მი­მოს­ვლის შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ დის­კუ­სი­ებს იწ­ვევს, - ამის შე­სა­ხებ EUobserver-ი წერს.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და 27 სექტემბრით დათარიღებული ევ­რო­კავ­ში­რის შიდა ან­გა­რი­შის ში­ნა­არ­სი.

EUobserver-ის მტკი­ცე­ბით, დო­კუ­მენ­ტში გერ­მა­ნია უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მო­ხა­ტავს სა­ქარ­თვე­ლოს, მოლ­დო­ვა­სა და უკ­რა­ი­ნის მი­მართ და პრობ­ლე­მუ­რი ქვეყ­ნე­ბის ათე­ულ­ში ასე­ვე დაასახელა ალ­ბა­ნეთ­სი და სერ­ბეთი.

ან­გა­რიშ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ბოლო სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 2019 წლის ანალოგიურ პერდიოდთან შედარებით 51 პრო­ცენ­ტით არის გაზ­რდი­ლი.

თუკი მე­სა­მე ქვეყ­ნე­ბის მხრი­დან მდგო­მა­რე­ო­ბა არ გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, ევ­რო­კო­მი­სი­ამ, ჩვე­ნი აზ­რით, ხაზი უნდა გა­უს­ვას იმას, რომ ვი­ზე­ბის შე­ჩე­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა რე­ა­ლუ­რია, - აცხა­დებს დო­კუ­მენ­ტში გერ­მა­ნი­ის დე­ლე­გა­ცია.

სა­ქარ­თვე­ლო­სა და ალ­ბა­ნე­თის მი­მართ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მო­ხა­ტავს საფ­რან­გე­თი. ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კა კი აცხა­დებს, რომ თავ­შე­საფ­რის უსა­ფუძ­ვლო მო­თხოვ­ნის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ფიქ­სირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, მოლ­დო­ვი­სა და უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხრი­დან.

0
41
შეფასება არ არის
ავტორი:მიშელიმიშელიმიშელი
მიშელიმიშელიმიშელი
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0