x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
"არავინ იცის რამდენის გადახდა მოგვიწევს"-ირაკლი ღარიბაშვილი შეჩერებულ ნამახვანჰესზე
imageსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ნამახვანჰესზე“ საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, ეს რომ ეს კონტრაქტი მემკვიდრეობით დახვდა. მისი თქმით, კონტრაქტში ბევრი რამ მიუღებელი იყო და ამასთან დაკავშირებით ინვესტორთან ჰქონდა საუბარი.


„ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს ინვესტორ კომპანიასთან. მიუხედავად იმ პროტესტისა, რაც ადგილზე იყო, მათ აბსოლუტურად ყველა პირობა შევუქმენით, რათა ნორმალურად გაეგრძელებინათ სამუშაოები. ჩვენ გვექნება კომუნიკაცია და დანარჩენს უახლოეს ერთ თვეში გავარკვევთ."-აღნიშნა ღარიბაშვილმა.


კითხვაზე ჰქონდა თუ არა ამ საკითხზე კონტაქტი პრეზიდენტ ერდოღანთან, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ არ ჰქონია, რადგან " ეს არის წმინდად ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის არსებული ურთიერთობა".

ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის სტრატეგია მოამავალში ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვებაა:


"ყველა ინვესტორს ვუფრთხილდებით, მეორე მხრივ, ყველა ინვესტორს შევუქმნით მაქსიმალურ კომფორტს, ჩვენი სახელმწიფოსა და მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით. მინდა ვთქვა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი სტრატეგია იქნება მეტი ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვება, მეტი ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში და პრობლემებსა და დაბრკოლებებს არ ველოდებით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.


ასევ ღარიბაშვილმა უპასუხა კითხვას შესაძლო კომპენსაციის გადახდაზე:


"არავინ იცის რამდენის გადახდა მოგვიწევს. თუ კომპანია დაგვტოვებს, საქმეში ჩაერთვება დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია, რომლის დანახარჯის მოცულობას შეაფასებს და ამის მიხედვით მოლაპარაკება შედგება. შეიძლება სხვა კომპანიამ გამოისყიდოს, უამრავი ვერსია და ვარიანტი არსებობს, ამიტომ პრობლემას ვერ ვხედავ“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ ENKA Renewablesმა 22 სექტემბერს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს სახელმწიფოთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს – $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება.

2
316
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
316
  
2021, 12 ოქტომბერი, 5:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მარტოხელა მონადირე-ის კომენტარზე
2021, 28 სექტემბერი, 20:35
ეჰ,ჩემო ირაკლი,რომელი მღვდელს კითხე ან მის შვილს და გეტყვის ზარალის ოდენობას. ასე იყო თუ ისე,ხელშეკრულება დადებული იყო და ის უნდა შესრულებულიყო. მნიშვნელობა არ აქვს წამგებიანი არის თუ მომგებიანი,ეს არის უბრალოდ იმიჯის ამბავი. ინვესტორი მომავალში ასის მაგივრად ათასჯერ დაფიქრდება,სანამ ინვესტიციას განახორციელებს და ხელშეკრულებას გააფორმებს,რადგან შეიძლება გამოჩნდეს ვიღაც კიკინიანი მღვდლის შვილი ან პირადად მღვდელი,რომელიც სააქმეს გააფუჭებს. ეს არის პირდაპირი დარტყმა რუსეთის მხრიდან ქართველების გამოყენებით,მორიგი დარტყმა. ამ ხალხის გადამკიდე,როგორ უნდა უნდა ინატრო ადამიანის სიკვდილი ამის დედაც ვატირე. ვინ ხართ და საიდან გამოძვერით ასეთი დებილები და ტვინგამორეცხილები? რამდენჯერ შეიძლება წახვიდეთ საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. რაც დრო გადის,ვხდები რო არანაირი დემოკრატია და არჩევნები ამ ქვეყანას არ უშველის. ამ ხალხს თავები უნდა დააყრევინო და სარზე წამოაცვა,მთავარი წვერიანით უნდა დაიწყოს ყველაფერი. ტიპს პედოფილობა უმტკიცდება და ეს დებილი ხალხი მასზე ლოცულობს. თფუი ამის...
0 1 2