x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
"შენ, ბიჯო, სულ გამო@ლევდი ? რაებს აწერ ხელს ?! “- ვის მიმართავს ვახო სანაია

image


ჟურნალისტი ვახო სანაია ტელეკომპანია "იმედზე" გასულ სიუჟეტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ტელეწამყვან ირაკლი ჩიხლაძეს საჯაროდ მიმართავს: "გასაჯაროვდა სუსის ათიათასობით დოკუმენტი. ხელისუფლების ტელევიზიებს სიტყვა არ დაუძრავთ დღემდე. დღეს იმედმა თქვა, ხელში ჩაგვივარდა მაგ კრებსებიდან დოკუმენტიო და რეპორტაჟი მოუმზადებია. რეპორტაჟში მოგვითხრობენ, რომ თეოლოგი გოჩა ბარნოვი ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციასა და საპატრიარქოს შტურმით აღებას გეგმავდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად. ანდრია ჯარმაიძეც ჩაუწერიათ Irakli Chikhladze შენ, ბიჯო, სულ გამო@ლევდი? რაებს აწერ ხელს?!" - წერს "ფორმულა"-ს წამყვანი ვახო სანაია. "იმედის" ინფორმაციით საპატრიარქოს წინააღმდეგ, კონკრეტული ჯგუფები ამბოხს ამზადებდნენ. "იმედის კვირის" მტკიცებით, სავარაუდო ფარულ ჩანაწერებში მოხსენიებულია თეოლოგი გოჩა ბარნოვი, რომლის თქმითაც, უღირსი მღვდელმთავრებისგან ეკლესიის გაწმენდა შესაძლებელი აშშ-ის დახმარებითა და ხელისუფლების ცვლილებით იქნებოდა. ბარნოვის გეგმის მიხედვით, უნდა მომხდარიყო საპატრიარქოს შტურმით აღება და მღვდელმთავრების დაპატიმრება, ხოლო ახალი მღვდელმთავრების კურთხევას შეასრულებდა მსოფლიო საპატრიარქოდან მოწვეული 3 ეპისკოპოსი. მისივე განცხადებით, ეკლესიის სამართავად საკმარისი იქნება 12 მღვდელმთავარი და დიდი ქალაქებისთვის (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) დამხმარე ეპისკოპოსები.





0
462
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
462