x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
უნიკალური ფილმები კადრს მიღმა
ფილმებსა და საერთოდ კინემატოგრაფიას თანამედროვე ეპოქაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. საზოგადოების ინტერესს იწვევს მსოფლიო კინომწარმოებლების ყველა ახალი წამოწყება, ახალი ფილმები, თავად ამ ფილმების შემქმნელებისა თუ მათში მონაწილე გმირების ისტორიები როგორც ფილმში, ასევე ფილმს გარეთ. ამის გამოა, რომ თანამედროვე კინოინდუსტრია მუდმივი "დაკვირვების" ქვეშაა.



image




კინოხელოვნება (ბერძნულად kineo – „ვმოძრაობ") არის ვიზუალური ხელოვნების დარგი, რომლის ნაწარმოებები იქმნება რეალური, ინსცენირებული ან მულტიპლიკაციის საშუალებებით შექმნილი მოვლენების შესახებ.



კინოხელოვნება გაჩნდა მე–20 საუკუნეში, რომლის კონცეფცია არის შავ–თეთრი ან ფერადი „მოძრავი ნახატების“ პროეცირება ეკრანზე. კინოხელოვნებაში ხდება ლიტერატურის, თეატრის, სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის სინთეზი მისთვის დამახასიათებელი გამოხატვის საშუალებებით, რომელთაგან უმთავრესია კინოგამოსახულების ფოტოგრაფიული ბუნება და მონტაჟი. ხელოვნების ეს დარგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ტექნიკურ განვითარებაზე, მათ შორის ფოტოგრაფიების მოძრაობის, პროექცირების, გახმოვანების, კინოფირების დამუშავებისა და გამჟღავნების ტექნოლოგიებზე.






კინოხელოვნება განუყოფლად არის დაკავშირებული კინოინდუსტრიასთან, რომელიც აწარმოებს კინოაპარატურას, გადასაღებ, გადამამრავლებელ, სადემონსტრაციო და სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებს. კინოხელოვნებისა და კინოინდუსტრიის ერთობლიობას კინემატოგრაფია ეწოდება.




თუმცაღა, კინოს გადასაღები ტექნიკის განვითარებისა და კინემატოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად გაიზარდა რეჟისორული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი. (რეჟისორი- ფილმის დამდგმელი, რომელიც ხელმძღვანელობს მისი შექმნის მთელ შემოქმედებითსა და საწარმოო მუშაობას. ფილმის იდეურ-მხატვრული ჩანაფიქრის განსახორციელებლად რეჟისორი მუშაობს მსახიობებთან, დამდგმელ ოპერატორთან, მხატვართან, კომპოზიტორთან, აღწერს ფილმის დრამატულ, რითმულსა და სახვით გადაწყვეტის ერთიანობას).



წელიწადში მილიონობით ფილმს იღებენ და ბევრი მათგანი ხდება უკვდავი და დამსახურებული მაყურებელთა გადაწყვეტილებით, ვინაიდან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს მათ გრძნობებზე ამა თუ იმ მსახიობებმა თუ სცენარმა. ახალგაზრდების უმეტესი ნაწილი რომანტიკულ ფილმებს უყურებს, სადაც წყვილის სიყვარულთან ერთად მათი ვნება და ლტოლვაა ასახული.





1. "მისტერ და მისის სმიტი" - 2005 წელი.image




2. "შავი გედი" - 2010 წელი.image




3. "შერლოკ ჰოლმსი" - 2009 წელი.image




4. "ნარნიას ქრონიკები" -2005 წელი. image




5. "ინდიანა ჯონსი და ბედის ტაძარი" - 1984 წელი.image




6. "ლეონი" - 1994 წელი.image




7. "ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება" - 2003 წელი.image




8. "შეშლილი მაქსი - საგზაო ომი" - 1981 წელი.image




9. "გლადიატორი" - 2000 წელი.image




10. "მე ვარ ლეგენდა" - 2007 წელი.image




11. "დონი დარკო" - 2001 წელი.image




12. "გაიცანით, ჯო ბლექი" - 1998 წელი. image




იხილეთ აგრეთვე:



"Oscar"-ის დაჯილდოვება კულისებს მიღმა- საუკეთესო კადრები წარსულიდანimage



0
215
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
215
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0