x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
"წინამძღვარს არატრადიციული სექ@ი ჰქონდა... რაის პრაიდი, აქ ამბები ტრიალებს" - ელისო კილაძე 

image


ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ სკანდალურ ფაილებში ერთი მონასტრის ორ სასულიერო პირს შორის არსებულ არატრადიციული სექსუალური კავშირისა და დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის საკმაოდ ბურუსით მოცულ წარსულზე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "ერთი მონასტრის წინამძღვარს გ.ს. 3 მაისს არატრადიციული სექსი ჰქონდა მეორესთან გ.ხ. 6 მაისს გ.ხ.სთხოვა შეხვედრა და გ.ს.თავი შეიკავა ურთიერთობის გაგრძელებისგან. p.s. აქ ამბები ტრიალებს - რაის პრაიდი. გიორგი ტიგინაშვილი უყვება გიგლა თუმანიშვილს: საპატრიარქოს პრეს მდივანი ანდრია ჯაღმაიძე წარსულში იყო ყაჩაღი, და ერთ ერთი ყაჩაღობის დროს შემოაკვდა 21 წლის ბიჭი, რომელსაც ყელში დანა ჩაარტყა და ამის შემდეგ, რუსეთში გაიქცა. ა.ჯაღმაიძემ წმ. ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარს, მაქსიმე ჭანტურიას წაართვა 150 000 ევროს ღირებულების სტამბის დანადგარები. ა.ჯაღმაიძის ძმა არის ნარკორეალიზატორი და სუსის უშტატო თანამშრომელი, რომელმაც მრავალი ადამიანი დააჭერინა სამართალდამცავებს. წყარო: სუსის კრებსი. ქორეპისკოპოს თეოდორე ჭუაძეს ხონის მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ აცნობა რომ 31 იანვარს ეპარქიაში იმყოფებოდა "იმედის"ჟურნალისტი, რომლებმაც ჩაწერეს 40 წუთიანი საკვირაო ქადაგება, სადაც მან ნეგატიურად ისაუბრა ივერი მელაშვილისა და ნიკა გვარამიას შესახებ ! ჭუაძემ გიგიბერიას ურჩია თავი შეიკავოს მთავარი არხის ჟურნალისტებთან კომუნიკაციისგან, რაზეც გიგიბერია დათანხმდა! წყარო: სუსის კრებსი - ვკითხულობთ გაზეთ "ქრონიკა+" - ის მთავარი რედაქტორის მიერ გავრცელებულ ფეისბუქპოსტში.




0
443
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
443