x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ვარსკვლავები, რომლებმაც კარიერა ზრდასრულთა ფილმებში მონაწილეობით დაიწყეს
image


"როდესაც მშიერი ხარ, ბევრ ისეთ რამეს აკეთებ, რასაც ჩვეულებრივ არ გააკეთებდი", - ამბობს მსახიობი სილვესტერ სტალონე, რომელმაც კარიერა დაბალბიუჯეტიანი პორნოგრაფიული ფილმით დაიწყო. სინამდვილეში, შიმშილმა და დიდების წყურვილმა ეროტიკამდე ცნობილი ადამიანებიდან არა მხოლოდ ის მიიყვანა. ბევრმა კინოვარსკვლავმა, რომელმაც მოგვიანებით მსოფლიო აღიარება და წარმატება მოიპოვა, ზრდასრულთა ფილმებში - მსუბუქი ეროტიკიდან სრულფასოვან XXL-მდე საკუთარი მონაწილეობით ეს ნამუშევრები კინომანებისთვის კიდევ უფრო საინტერესო და სანახაობითი გახადეს.




სილვესტერ სტალონე - ფილმი "იტალიელი კვიცი", 1970 წელი


image


ფილმის მოკლე შინაარსი ასეთია: "კიტი და სტადი საყვარლები არიან. ისინი მუდმივი სექსით, რომელიც ფელაციას და მსუბუქ სადომაზოსაც მოიცავს სიმოვნებას იღებენ. კერძოდ, სტადი ქამრით სცემს კიტის. ერთ დღეს, მათ მიერ მოწყობილ წვეულებას სამი ქალბატონი სტუმრობს, რომლებსაც სტადი რიგრიგობით ემსახურება".


image


მხოლოდ იმას დავამატებ, რომ სრულმეტრაჟიან ფილმში დებიუტისთვის, "კვიცმა" 200 დოლარი მიიღო. თავად მსახიობი ამ ამბავს ასე იხსენებს: "როდესაც მშიერი ხარ, ბევრ ისეთ რამეს აკეთებ, რასაც ჩვეულებრივ არ გააკეთებდი."





დევიდ დუხოვნი - "წითელი ფეხსაცმლის დღიურები", 1992 წელი


image


2008 წელს დევიდ დუხოვნიმ აღიარა, რომ ის ჰიპერსექსუალობით იტანჯებოდა რამაც მსახიობი საბოლოოდ, ტეა ლეონთან განქორწინებამდე მიიყვანა. მართალია, დუხოვნიმ მკურნალობის კურსიც კი გაიარა, მაგრამ ჰიპერსექსუალობისგან თავის დაღწევა მაინც ვერ მოახერხა. მსახიობის "ავადმყოფობამ" მისი 15 წლიანი ქორწინება შეიწირა, თუმცა კარიერის დასაწყისში დევიდმა თავისი თავისებურება ეროტიკულ თრილერში "წითელი ფეხსაცმლის დღიურების" გადაღებებისთვის საკმაოდ წარმატებით გამოიყენა, სადაც მან ქვრივის როლი განასახიერა. ეს ფაქტი მსახიობის ბიოგრაფიიდან საიდუმლოს უკვე აღარ წარმოადგენს, რაც მას როგორც ჩანს, დიდად არც სიამოვნებს: "ერთხელ გადასაღებ მოედანზე გაშიშვლება შემომთავაზეს, მაგრამ ეკრანზე ჩემი უკანალი რაღაცნაირად გამოიყურებოდა, ამიტომ ჯგუფს ვაიძულე ეს სცენა ფილმიდან ამოეჭრა, მას შემდეგ დავრწმუნდი რომ სიშიშვლე მხოლოდ მაშინ არის კარგი, როცა მისთვის ფულს არ იღებ." - განაცხადა დუხოვნიმ ერთ - ერთ ინტერვიუში.





მერლინ მონრო - 1947 - 1949 წლების ეროტიკული ფოტოები


image


1947 წელს 21 წლის მოდელმა მერლინ მონრომ მონაწილეობა თავის პირველ ეროტიკულ ფოტოსესიაში მიიღო. იმ პერიოდისთვის გოგონას "20 th Century Fox" - სთან კონტრაქტი უკვე გაფორმებული ჰქონდა, თუმცა კომპანიამ მონროს მხოლოდ სტატისტის როლი შესთავაზა, დამწყებ მსახიობს ფინანსურად საკმაოდ უჭირდა. მომდევნო წელს ეკრანებზე ფილმი - "გუნდის ქალბატონები" გამოვიდა, სადაც მერლინს უკვე სრულფასოვანი როლი ერგო, თუმცა ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მან თამამ გადაღებებში მონაწილეობა კიდევ ერთხელ გაბედა. ახალბედა მსახიობი ფოტოგრაფ ტომი კელისთვის სრულიად შიშველი პოზირებდა, რომელმაც მოგვიანებით "Golden Dreams"- ის კალენდრისთვის მოდელის ფოტოები 900 დოლარად გაყიდა, საიდანაც მონროს მხოლოდ 50 დოლარი ერგო! მაშინ მერლინმა ჯერ კიდევ არ იცოდა როგორ მოუბრუნდებოდა მას ეს ფოტოსესია.


image


1952 წელს, როდესაც მერლინ მონრო უკვე საკმაოდ პოპულარული მსახიობი იყო, ეს ფოტოები კვლავ წამოტივტივდა, რომლებიც ჰიუ ჰეფნერმა თავისი ჟურნალის "Playboy" –ს პირველი ნომრის ყდისთვის გამოისყიდა. მონრომ აღნიშნული კადრების ნამდვილობა არ უარყო, პირიქით, ჰოლივუდის სექსსიმბოლოდ წოდებულმა ქალბატონმა ჟურნალისტებს ცხოვრების იმ პერიოდის შესახებ უამბო როცა ის ფინანსურ კრიზსს განიცდიდა.




კამერონ დიასი - 90 -იანი წლების დასაწყისის უცნობი ჩანაწერი


image


ფილმ "ნიღაბის" გადაღებამდე ორი წლით ადრე 19 წლის მოდელმა კამერონ დიასმა, რომელიც არასდროს ოცნებობდა გამხდარიყო პირველი ეშელონის ვარსკვლავი, მონაწილეობა დაბალბიუჯეტიან ეროტიკულ სადომაზო - პროექტში მიიღო. წლების შემდეგ, ვიდეოს ავტორი მსახიობს აშანტაჟებდა, ემუქრებოდა რა მასალის პორნოგრაფიული ვიდეოკომპანიისთვის მიყიდვით თუკი ის მას მეტს არ გადაუხდიდა. ვარსკვლავმა გამომძალველის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელიც კი შეიტანა, რომელმაც მას ჩანაწერის გავრცელება აუკრძალა, თუმცა ვიდეომ ინტერნეტში მაინც გაჟონა.




ჯეკი ჩანი - ფილმი "ყველაფერი ოჯახში", 1975 წელი


image


"ჩემს ფილმებში ასეთი წესია: არანაირი საწოლის სცენები. თუკი ბავშვები ნახავენ როგორ ვკავდები სექსით, მათ შეიძლება გულიც კი აერიოთ", - ეს ახლა მსჯელობს ასე საბრძოლო ფილმების ცოცხალი ლეგენდა ჯეკი ჩანი, თუმცა 40 წლის წინ ის ყველაფრისთვის მზად იყო, რათა თავი როგორმე გამოეკვება, და ამის აღიარების 67 წლის კინოვარსკვლავს საერთოდ არ რცხვენია. ფილმი "ყველაფერი ოჯახში" იქცა ერთადერთ ფილმად ჯეკი ჩანის ფილმოგრაფიაში, სადაც ის საბრძოლო ხელოვნების დემონსტრირებას არ ახდენს, თუმცა საკუთარ პარტნიორთან სექსით ყოველგვარი მორიდების გარეშე კავდება.





არნოლდ შვარცნეგერი - 70 -იანი წლების დასაწყისის ეროტიკული ფოტო


image


სპორტული კარიერის გარიჟრაჟზე, კულტურისტი არნოლდ შვარცენეგერი თავისს დაკუნთულ სხეულს არა მხოლოდ პირდაპირი დანიშნულებისამებრ - ბოდიბილდინგის შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად, არამედ ეროტიკული ხასიათის გადაღებებისთვის იყენებდა. მეტიც, ჭორების თანახმად, რომლებზეც თავად არნი კომენტარს არ აკეთებს, ის გეი - გამოცემებისთვისაც კი პოზირებდა.




ჰელენე მირენი - ფილმი "კალიგულა", 1979 წელი


image


ცნობილი იტალიელი რეჟისორის, ტინტო ბრასის მიერ სისხლიანი და მანკიერი რომის იმპერატორის შესახებ გადაღებული ისტორიული დრამა - მსუბუქი ეროტიკა კი არა, რეალური დიდბიუჯეტიანი პორნოა, რომელშიც მსახიობმა ჰელენ მირენმა გარყვნილი იმპერატორის მეოთხე ცოლის, ცეზონიას როლი განასახიერა. ფილმმა კინოვარსკვლავს მთელ მსოფლიოში სახელი გაუთქვა, თუმცა მიუხედავად იმისა რომ ლეგენდარულ ინგლისელ მსახიობს ამ სახით მოპოვებული დიდების სულაც არ რცხვენია, 76 წლის ვარსკვლავი აღნიშნულ ფილმზე მუშაობას ყოველთვის ირონიით იხსენებს.








0
438
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
438