x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133853
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
ენერგეტიკოსი:ატომური სახელმწიფოს სტატუსი დავკარგეთ;ნამახვანჰესის პროექტი თუ ჩაიშლება,ეს იქნება ქვეყნისთვის მიყენებული უდიდესი სტრატეგიული დარტყმა

image
ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი ამბობს, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტის შეჩერება ქვეყანაში უდიდეს ეკომომიკურ რყევებს მოუტანს:


გავრცელდა ინფორმაცია ნამახვანჰესის პროექტიდან თურქი ინვესტორის გასვლის შესახებ. მოგვიანებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განაცხადა რომ ჯერჯერობით მხოლოდ წინასწარი შეტყობინება არის მიღებული და მდგომარეობის დასარეგულირებლად კიდევ ერთი თვეა დარჩენილი, რაზეც მთავრობა მუშაობს რათა ინვესტორთან პოზიციების დაახლოება მოხდეს.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თუ ეს პროექტი ჩაიშლება, ნამახვანჰესი დადგება ისეთი მოვლენების გვერდით, როგორებიცაა მცხეთის რეაქტორის დანგრევა-ჩაბეტონება ორთავიანი ბავშვების დაბადების საბაბით, რითაც უდიდესი სამეცნიერო პოტენციალი და ატომური სახელმწიფოს სტატუსი დავკარგეთ; ასევე ხუდონის მშენებლობის გაჩერება, რითაც ქვეყნის ენერგეტიკულ და ეკონომიკურ სიძლიერეს ბურჯი გამოვაცალეთ და ენგურჰესზე ზეგავლენის ბერკეტი დავკარგეთ. ეს იყო, მართული პროტესტის მეშვეობით, ქვეყნისთვის მიყენებული უდიდესი სტრატეგიული დარტყმები, რაც, სამწუხაროდ, საზოგადოებამ ვერ გაიაზრა და დასკვნები ვერ გააკეთა. იმედია, მას შემდეგ ცოტათი მაინც განვვითარდით და ნამახვანჰესის შემთხვევიდან სამომავლო გაკვეთილების გამოტანას შევძლებთ.
გავიმეორებ გუშინ ნათქვამს, რომ ქვეყნის ინტერესების დაცვა უპირველესად სახელმწიფოს და მთავრობის პასუხისმგებლობაა, რაც ნამახვანჰესის შემთხვევაში იურიდიულადაც არის გაფორმებული ინვესტორთან ხელშეკრულებით. თუმცა, ეს განცხადება ზოგიერთმა ისე გაიგო, თითქოს ეს იყოს ერთადერთი პასუხისმგებელი მხარე. მოდი გავიხსენოთ, რომ კიდევ არსებობს მოქალაქეობრივი, უწყებრივი, პროფესიული და მორალური პასუხისმგებლობები.
მართლაც, მოდით გადავხედოთ და გავერკვეთ ვინ არის პასუხისმგებელი:
✅დეზინფორმაციის და უმეცრების გავრცელებაზე, რითაც საზოგადოებას თავგზა აურიეს და რიონის მცველები ქვეყნის წინააღმდეგ იარაღად აქციეს? გავიხსენოთ „მკვლელი ჰესები“, „კაბალური“ ხელშეკრულება, ინვესტიცია რომელიც სინამდვილეში არ შემოდის, ჰესი რომელიც ენერგეტიკულ უსაფრთხოებას არ არგია, 34 მეტრიანი ტალღები, ქათმის ბარკლების ეკონომიკა, ურანის მოპოვება და სხვა „შედევრები“.
✅ სახელმწიფო ინსტიტუტების, უწყებების დარგობრივი ორგანიზაციების დისკრედიტაცია და დემორალიზაცია. სპეციალისტების, მეცნიერების და სამეცნიერო მეთოდის დაკნინება.
✅ ქსენოფობიური განწყობების გავრცელება ქართული მიწის დაცვის მოტივით და ამაში რელიგიის გამოყენება, რაც ნამდვილი პატრიოტიზმის პროფანაციას წარმოადგენს.
✅ რატომ ხდებოდა, მრუდე ლოგიკის გამოყენებით, ყველა საგნობრივი განხილვისთვის თავის არიდება და, მათ შორის, მედიაციის პროცესის გაუფასურება?
ეს ყველაფერი კიდევ უფრო საზიანო ხომ არ არის, ვიდრე ნამახვანჰესის პროექტის შესაძლო ჩაშლა? ამით ხომ არ ხდებოდა სახელმწიფოს და საზოგადოების საფუძვლების რყევა?
სახელმწიფოს მოვალეობაა, რომ ეს ყველაფერი სათანადო ჩარჩოებში მოაქციოს და გაუმკლავდეს. თუმცა ნურც ამის შემოქმედებს დავუკარგავთ „დამსახურებას“. თუ თავისუფალ და ღირსეულ ქვეყნად გახდომაზე მთლიანად ხელი არ აგვიღია, ეს მოვლენები სათანადოდ უნდა გავაანალიზოთ და შევაფასოთ. პროტესტის სულისჩამდგმელებმა კი სულ ცოტა საზოგადოებას აჩვენონ, რომ ამ პროცესში გულწრფელები და მორალურად სუფთანი არიან, და სცადონ ამ ფაქტორებში რეალურად გარკვევა.
მოგვიწევს ასევე გავიაზროთ უფრო ძირეული საკითხები:
✅ სად გადის ზღვარი პასუხისმგებლიან და უპასუხისმგებლო აქტივიზმს შორის? როგორ დავაბალანსოთ გარემოს და ქვეყნის განვითარების ინტერესები?
✅ რატომ არის საზოგადოებრივი ცოდნა საბაზისო ეკონომიკურ, ტექნიკურ, პოლიტიკურ საკითხებში უკიდურესად დაბალ დონეზე? რატომ არის მეცნიერების და ცოდნის მიმართ ასეთი დაბალი ნდობა? როგორ განვასხვავოთ სპეციალისტები შარლატანებისგან?
✅ რამდენად დაცულია ქვეყნის ეროვნული ინტერესები და ეროვნული უსაფრთხოება მსგავსი შემოტევების და რყევებისგან?
✅რატომ არა გვაქვს ქვეყნის განვითარების გამაერთიანებელი, გაზიარებული ხედვა? და როგორ ჩავაყენოთ ნიჭიერი ადამიანები თავმდაბლობით ქვეყნის სამსახურში და არა ამპარტავნებით მის წინააღმდეგ ბრძოლაში?
✅ და სხვა მრავალი.
იქნებ ახლა მაინც, ვცადოთ გაკვეთილების გამოტანა და, სანამ ჯერ კიდევ შესაძლებელია, შემდგომი ნაბიჯები წინ გადავდგათ ქვეყნის განვითარებისათვის.
11
303
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
303
  
2021, 25 სექტემბერი, 23:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი არაჩანდა-ის კომენტარზე
2021, 25 სექტემბერი, 21:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი არაჩანდა-ის კომენტარზე
2021, 25 სექტემბერი, 21:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი არაჩანდა-ის კომენტარზე
2021, 25 სექტემბერი, 20:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 25 სექტემბერი, 20:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 25 სექტემბერი, 8:52
დამაინტერესდა მართლაც რა ბედი ეწია ურანს მცხეთის რეაქტორიდან..დიდხანს ვეძებე,ქართულ საინფორმაციო წყაროებში და არქივებში არაფერი წერია(გასაიდუმოებულიაო)..აი მივაგენი
რუსულ გაზეთ "კომერსანტში"ინფოს 1998 წლისას,რომ ედუარდ შევარდნაძის ბრძანებით მცხეთის რეაქტორიდან გაიტანენ 4,2 კგ გამდიდრებული ურანს და 1 კგ ბირთვული ნარჩენებსო, შოტლანდიაში განთავსებულ აშშ-ს სამხედრო ბაზაზეო,ასე რომ სრულიად დასაჯერებელია,ედიკას დროს ყველაფერი გაყიდეს და მით უმეტეს მაგას ვინღა დატოვებდა? ასე რომ თქვენი ინფორმაცია დასტურდება,ჰოო ურანის გატანის ხარჯებს(2მლნ$) მთლიანად ამერიკული მხარე იღებს საკუთარ თავზეო.ხოლო საქართველო ფიზიკურ ინსტიტუტს კონპესაციის სახით 125 000 ათას დოლარს უხდისო...
2021, 25 სექტემბერი, 0:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მარტოხელა მონადირე-ის კომენტარზე
2021, 25 სექტემბერი, 0:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი არაჩანდა-ის კომენტარზე
2021, 24 სექტემბერი, 23:50
ვერ ვერკვევი ამ ჰესების ამბებში და არც იურისტის კვლიფიკაცია მაქვს,ამიტომ ვერ შევაფასებ ვერც ჰესის უსაფრთხოებას და ვერც ხელშეკრულების სარგებლიანობა/უვარგისობაზე დავდებ თავს. ერთი კი არის,მღვდელმა ვაქცინაზეც ყველაფერი იცის და მღვდლის შვილმა ჰესების თემაც ზეპირად აქვს ნასწავლი. სასწაული ამბავი ხდება ქვეყანაში,მღვდელი ვიცი მე ეკლესიაში ლოცვაში გართული,რა მღვდლის საქმეა ჰესი ან მედიცინა? ესე ხდება,როცა ქვეყანას ნაციონალ-სოციალისტი გოლეთიანი ატარებს თავის ჭკუაზე. რას მოიმოქმედებდა ეს გოლეთიანი,თუ პროექტის განხორციელებაზე პასუხმგებელი რუსული კომპანია იქნებოდა და არა თურქული? ერთი კი არის,ენერგო უსაფრთოხება არის საქართველოს ინტერესი და ნებისმიერი პროექტის ჩავარდნა არის რუსებზე ჩამოკიდების თემა.
2021, 24 სექტემბერი, 23:13
1980-იანი წლე­ბის ბო­ლოს, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­წყე­ბულ­მა ეროვ­ნულ­მა მოძ­რა­ო­ბამ, მცხე­თას­თან ატო­მუ­რი რე­აქ­ტო­რის არ­სე­ბო­ბას სა­ბო­ლოო წერ­ტი­ლი და­უს­ვა. ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბით მარ­თუ­ლი ხალ­ხი, ქვე­ყა­ნა­ში ატო­მუ­რი რე­აქ­ტო­რის არ­სე­ბო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას ეჭ­ვის ქვეშ აყე­ნებ­და. საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ში რე­აქ­ტო­რის გა­ჩე­რე­ბას და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ი­დან გა­მოყ­ვა­ნას მო­ი­თხოვ­დნენ. შე­სა­ბა­მი­სი ცოდ­ნის არმ­ქო­ნე ხალ­ხის მა­სე­ბი მო­სა­ლოდ­ნელ "საფრ­თხე­ებ­ზე" სა­უბ­რობ­დნენ. არა­და, ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის 30 წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ობი­ექ­ტზე ერთი მცი­რე ავა­რი­აც არ მომ­ხდა­რა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ზე­წო­ლით, რო­მე­ლიც თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო მო­მა­ვალ­ზე ზრუ­ნავს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, 1990 წელს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ამ ობი­ექ­ტის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ი­დან გა­მოყ­ვა­ნა გა­და­წყვი­ტა. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ბირ­თვუ­ლი რე­აქ­ტო­რი­სა და დიდი სა­მეც­ნი­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­რე­შე დარ­ჩა.

სა­ჭი­რო თან­ხე­ბის არ­ქო­ნის გამო, დე­მონ­ტა­ჟის ნაც­ვლად, გა­თი­შუ­ლი რე­აქ­ტო­რი და მისი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი და­ა­ბე­ტო­ნეს. მარ­თვის პუნ­ქტში რე­აქ­ტო­რის გა­ჩე­რე­ბის დროა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

ამ­ჟა­მად, კვლე­ვი­თი რე­აქ­ტო­რის ტე­რი­ტო­რია გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სას­წავ­ლო ბა­ზად. სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი რა­დიო-ქი­მი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის "ცხელ კა­მე­რებ­ში" ტრე­ნინ­გებს გა­დი­ან.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10