x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134376
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
"ტელეფონში უპოვეს არატრადიციული სექ@ის ამსახველი ვიდეო" - ვისზე საუბრობს ელისო კილაძე

image


გაზეთ "ქრონიკა"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში სუსიდან გამოჟონილ ფაილებზე დაყრდნობით, ერთ - ერთ სასულიერო პირზე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ჟურნალისტის თქმით, მღვდელმონაზონს ტელეფონში მისი და მისივე პარტნიორის არატრადიციული სექსის ამსახველი ვიდეო უპოვეს, რის გამოც მას მონასტერი დაატოვებინეს. კილაძის ინფორმაციით, გაძევებული ეკლესიის მსახური საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირს სასამართლოში ჩივილითა და მედიისთვის ინტერვიუს მიცემით დაემუქრა: "სუსის კრებსი: ერთ ერთ სასულიერო პირს მობილურ ტელეფონში უპოვეს მისი და მისივე პარტნიორის არატრადიციული სექსის ამსახველი ვიდეო და მოსაყდრის სახელით, დაატოვებინეს მონასტერი. მხილებული მღვდელმონაზონი (თელოვანის ტაძრიდან) შიო მუჯირს სასამართლოში ჩივილით და მედიაში ინტერვიუთი დაემუქრა-ჩემს უფლებებს არღვევსო ! და ტელეფონი უკანონოდ ჩამომართვაო ! p.s. და ესენი დასდევენ ტაბურეტკებით პრაიდს?! მერამდენე დღეა სუსის რელიგიის სამმართველოს ფაილებს ვკითხულობ-ფარული მიყურადება და თვალთვალი ერთია და მეორე ის რომ სასულიერო პირები ყველაფერზე ლაპარაკობენ ღმერთის, ეკლესიის, სახარების, ბიბლიის და ჯვრის გარდა ! ეს ფაილები წიგნად უნდა გამოვცე. აუცილებელი განმარტება: გავრცელებულია რელიგიის სამმართველოს კრებსები და ყველა მათგანი პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია საპატრიარქოსთან და საეკლესიო თემებთან. არის ბევრი პირადი ხასიათის ინფორმაცია, მათ შორის არატრადიციულ ურთიერთობებზეც. ბევრი ინტერპრეტაცია მოვისმინე რომ ჩვენ გვაქვს აგენტების სია, კომპრომატები პოლიტიკოსებზე და არ ვაქვეყნებთ ! ეს არის ტყუილი ! (მე არ მაქვს) მასალები არის მოცულობითი, ვეცნობით და გაცნობთ! პოლიტიკური კრებსები ამ ფაილებში არ არის! არ მთავრდება - ერთი, მეორე, მესამე... მეასე. ნაცნობი სახელები, უცნობი ისტორიები, მრუშობა, ნარკოტიკები, მამათმავლობა, პედოფილია, დანოსები, ჩაშვება, კარის ინტრიგები... იქექები...სხვის ცხოვრებაში, ტრაგედიებში, სიბინძურეში, ბოროტებაში, ჭაობი გითრევს, ერთი, მეორე, მეასე, მეათასე... იღლები .. მაინც კითხულობ, ვერ ეშვები, გაიხედავ, თენდება... ჩაცმული გძინავს, არც გძინავს, ბორგავ, დაღლილი იღვიძებ და იწყებ თავიდან.. ჯერ გიკვირს, მერე ეჩვევი, მერე ბრაზობ, მერე... ერთ დღეს ხვდები რომ შენი (შენში)ღმერთი მოკვდა! ჰოდა, საჯარო კითხვას ვაპირებ აქ, ლაივში... იმიტომ რომ მარტო უბრალოდ, დავიღალე!" - წერს ელისო კილაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.




0
874
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
874