x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
“თქვე ნაბი@ვრებო, თქვენი მენტალობის დედას ...., თქვე სისხლისმსმელო, ბნელო გარეწრებო…” - ვის მიმართავს გიორგი გამსახურდია

image


საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი და პოლონეთში საქართველის პოლიციის ატაშე, გიორგი გამსახურდია 22 წლის ნიკო კვარაცხელიას სასტიკი მკვლელობის ფაქტს "ტვიტერზე" ეხმაურება და ონლაინ - პლატფორმა "Feedc"-ის 22 წლის დამფუძნებლის ფოტოს საკუთარ გვერდზე აზიარებს: "ბოდიში ჩემი ავყიობისთვის, უბრალოდ ეს ისეთი შემთხვევაა, სადაც სხვა სიტყვებს ვერ ვპოულობ.. თქვე ნაბიჭვრებო, თქვენი ქურდულის და თქვენი მენტალობის დედას ვთხარე, თქვე გარეწრებო, სისხლისმსმელო ბნელო გარეწრებო..ეს რა ბიჭი, ეს რა სიცოცხლე და ადამიანი მოკალით.. თქვენი მტერი ვარ, ვიყავი და ვიქნები" - წერს გიორგი გამსახურდია.


image


შეგახსენებთ, რომ ნიკო კვარაცხელია, რომელიც 15 სექტემბერს, ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე, საკუთარ ავტომობილთან ჩაცხრილეს ხეჩინაშვლის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ნიკო კვარაცხელია "Forbes"-ის 30 წლამდელთა გამარჯვებულიც გახლდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტი გახსნილია. პოლიცია 2 ბრალდებულს – 20 წლის აკო ჭელიძეს და 21 წლის გიორგი კავილაძეს ეძებს, რომლებმაც არაოფიციალური ინფორმციით, ქვეყანა უკვე დატოვეს. ოფიციალურ ვერსიაში არაფერია ნათქვამი მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით, თუმცა აღწერილია გარემოებები. ბრალდებულები წინასწარ შემუშავებული გეგმით მოქმედებდნენ. ანჯაფარიძის ქუჩაზე ნაქირავები მანქანით მივიდნენ და კვარაცხელიას ჩაუსაფრთდნენ, რის შემდეგაც ჭელიძემ მისი მისამართით 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და ადგილიდან თანამზრახველთან ერთად იმავე მანქანით მიიმალა. 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ძებნილ ორ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება - ეს არის მუხლები, რომლითაც ბრალის ფორმულირება მოხდა.






0
614
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
614