x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134484
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
"ყველამ ბოდიში უნდა მომიხადოთ, ვინც მლანძღავდით ამ ნაძირლების გამო" - რას წერს ნიკა გვარამია

image


"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დედაქალაქში გამოჩენილ "სისხლიან" ბანერებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამასთან დაკავშირებით ფრიად საგულისხმო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა, ადგილები სადაც "სიძულვილის ბანერები" იქნა გამოფენილი, გვარამიას თქმით, თავიდან დაქირავებული დაავადებათა კონტროლის ცენტრს ჰქონდა. სწორედ იმ სარეკლამო დაფებზე იყო ვაქცინაციის სააგიტაციო პლაკატები გაკრული, რომლებსაც ზემოდან ოპოზიციის საწინააღმდეგო და სიძულვილის შემცველი ბანერი გადააკრეს, რაც მისივე თქმით, ე.წ მუშკეტერების თანხმობით მოხდა: "მთელი საქართველოს მასშტაბით, ვაქცინაციის მოწოდების ბილბორდებზე რომ გადააკრეს სისხლიანი ბანერები, ეგ რაა იმასთან შედარებით, რომ ამგვარი რამ გაკეთდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის უშუალო თანხმობით. განვმარტავ: დაავადებათა კონტროლის ცენტრს ვაქცინაციის სააგიტაციოდ დაქირავებული ჰქონდა ეს ბანერები წლის ბოლომდე. ეს კონრტრაქტი შეწყვეტას არ ითვალისწინებდა, გარდა იმ გამონაკლისისა, თუ კონტრაქტორი დათანხმდება. ჰოდა, ჩვენმა “გმირმა მუშკეტერებმა”უარი თქვეს აცრის მოწოდებაზე, თან უარი თქვეს სიძულვილის და ანტიჰუმანურობის სასარგებლოდ. პირდაპირ, მასობრივი მკვლელობის აქტი ჩაიდინეს. აქვე დავამატებ, რომ “ჩვენც არ მოგვწონს, მაგრამ გამოხატვის თავისუფლება” ტექსტები ქართული ოცნების მხრიდან სრული ტყუილია. სწორედ სახელმწიფო უწყებამ გასცა თანხმობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ ბანერების გაკვრაზე. ps. ჩემი აზრით, ყველამ ღიად ბოდიში უნდა მომიხადოთ, ვინც მლანძღავდით ამ ნაძირლების კრიტიკის გამო. სინდისი ვისაც აქვს, ასე უნდა მოიქცეს"– წერს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი "ფეისბუქის" პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ფაქტს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიც გამოეხმაურა, თუ ვაქცინაციის მოწოდების ბანერების სხვა შინაარსის ბანერებით ჩანაცვლება სიმართლეს შეესაბამება, ჩვენ ვგმობთ ამ ფაქტს, – ნათქვამია მათ მიერ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.








0
512
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
512