x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508544
"აი, ამას რომ აკადრებ მშიერ ხალხს დანძრეული გაქვს"- რა ფოტოს ავრცელებს ინგა გრიგოლია 

image


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია დედაქალაქის ქუჩებში ახლახანს გამოჩენილ "სისხლიან" ბანერებს - "არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!" სოციალურ ქსელში ეხმაურება და მმართველ გუნდს აღნიშნული ქმედების შემდეგ დაპირებებისგან სრულიად განძარცვულს უწოდებს, რომელსაც ხალხისთვის სათქმელი სხვა აღარაფერი დარჩენია, უკვე მერამდენედ, მსგავსი ბანერების გამოკიდვის გარდა. გადაცემა "რეაქციის" წამყვანი "ქართულ ოცნებას" კიდევ ერთხელ ახსენებს რომ "ენმ"-ს "სისხლიან" ბანერზე, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრების გარდა, ამჯერად, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარიაც მოხვდა, სწორედ მათ მიერ 6 თვის წინ "ღმერთკაცად" მოვლენილი ქვეყნის პრემიერ - მინისტრი იყო:"აი, ამას რომ გამოუკრავ ქალაქს ცხრაწლიანი მმართველობის თავზე, ამას რომ აკადრებ მორიგ ჯერზე ქალაქს და მშიერ ხალხს. თან გახარიას რომ მიასტიკებ ბანერზე, იმ გახარიას, ღმერთკაციაო რომ ამტკიცებდი ექვსი თვის წინ, რა დანძრეული გაქვს, როგორც მმართველ ძალას. მეტი რომ აღარაფერი გაქვს სათქმელი ხალხისთვის. განძარცვული რომ ხარ დაპირებებისგან. მეტი სიცოცხლე ყველა უბანშიო. დიდება შენდა უფალოოო, სად ვართ" - წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში და ზემოხენებულ "სისხლიან" ბანერს საკუთარ გვერდზე აზიარებს.


image


შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ტელეკომპანია "კავკასიამ" გაავრცელა ინფორმაცია ქალაქში მსგავსი ბანერების განთავსების შესახებ. ბილბორდებზე განთავსებულ "სისხლიან" ბანერებზე ამჯერად, ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია ოპოზიციასთან ერთად გამოჩნდა.


imageimage



0
624
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
624