x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
3 თეორია ცნობილი ,,კლუბი 27"-ის შესახებ- ნამდვილი წყევლაა თუ უბრალოდ დამთხვევა?

ბევრი მუსიკოსი კვდება ჩვეულებრივ ადამიანებზე ადრე ისე, რომ 40 წელსაც ვერ აღწევენ, არიან ისეთებიც, რომლებიც 27 წლის ასაკში გარდაიცვალნენ, თავიანთი პოპულარობის და დიდების ზენიტში. ხალხმა სხვადასხვა თეორია შეთხზა “კლუბი 27"-ის შესახებ, რომელთაგან ბევრი უბრალოდ დაუჯერებელი და წარმოუდგენელია.image

“კლუბი 27"-ის საპატიო წევრები არიან:

რობერტ ჯონსონი- ამერიკელი ბლუზ-მუსიკოსი და მომღერალი. მისი სიკვდილის ოფიციალური მიზეზი უცნობია, მაგრამ ამბობენ, რომ მუსიკოსს ერთი ქალი მოეწონა, მისმა ქმარმა კი ის ეჭვიანობის ნიადაგზე მოწამლა სასმელით.image

ბრაიან ჯონსი- The Rolling Stones-ის დამაარსებელი და გიტარისტი, ოფიციალური მონაცემებით, ის საცუდაო აუზში დაიხრჩო.image

ჯიმი ჰენდრიქსი- The Jimi Hendrix Experience და Band of Gypsys ლიდერი. ოფიციალური მონაცემებით მუსიკოსმა ღვინოსთან საძილე წამლები შეურია და ღებინებისგან გაიგუდა.image

ჯენის ჯოპლინი- Big Brother and the Holding Company და The Kozmic Blues Band and Full Tilt Boogie Band-ის წევრი. ოფიციალური მონაცემები?თ ის ჰეროინის ზედოზირებით გარდაიცვალა.image

ჯიმ მორისონი- The Doors-ის ლიდერი. ოფიციალური ვერსიით ის გულის უკმარისობით გარდაიცვალა, თუმცა მისი გვამი არ გაუკვეთიათ.
image

კურტ კობეინი- Nirvana-ს სოლისტი, ოფიციალური მონაცემებით მან თავი მოიკლაimage

ემი უაინჰაუსი- ცნობილი ინგლისელი მომღერალი, ოფიციალური მონაცემებით ის ალკოჰოლის ზედოზირების შედეგად გარდაიცვალა.image

წარმოგიდგენთ 3 ყველაზე ცნობილ თეორიას “კლუბი 27"-ის შესახებ:

1. ადრეული დიდება- ადრეული სიკვდილი

ეს თეორია ეფუძნება არა მუსიკოსების ასაკს, არამედ იმას, რომ მათ ადრეულ ასაკში მიაღწიეს წარმატებას, მაგრამ ვერ შეძლეს მასთან გამკლავება, ამიტომ მიეჯაჭვნენ ნარკოტიკებს და სხვა მავნე ნივთიერებებს რაც საბოლოოს სიკვდილის მიზეზი შეიძლება გახდეს.

2. ყველაფერში კრიზისია დამნაშავე

ერიკ ერიქსონის პიროვნების თეორიაში, ადამიანის ცხოვრება რვა ეტაპად იყოფა. ვარაუდობენ, რომ საბოლოო ასაკი 26 -დან 64 წლამდეა. ამ პერიოდის განმავლობაში, ყველას უკვე ესმის რა შეუძლიათ და რა არ გამოსდით, ამიტომ ზოგს კრიზისი ეწყება. თუ მუსიკოსმა მიაღწია წარმოუდგენელ წარმატებას ამ ასაკში, მან უბრალოდ არ იცის რა უნდა გააკეთოს შემდეგ.

3. ყველაფერში დამნაშავე ეშმაკია

კლუბის პირველი წევრი იყო რობერტ ჯონსონი, მე -20 საუკუნის ერთ -ერთი ყველაზე ცნობილი ბლუზმენი. ამბობენ, რომ ჯონსონს საერთოდ არ ჰქონდა გიტარაზე დაკვრის ნიჭი. 1930 წელს ის გაქრა და ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა როგორც დიდ მუსიკოსად. ჯონსონი ყვებოდა ისტორიას იდუმალებით მოცული გზაჯვარედინის შესახებ, სადაც მან ნიჭის სანაცვლოდ სული ეშმაკს მიჰყიდა. მუსიკოსი ერთი თეორიის მიხედვით ეჭვიანბის გამო მოკლეს, სხვა თეორია კი ამბობს, რომ მუსიკოსს უბრალოდ კონტრაქტის ვადა ამოეწურა.












0
169
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
169
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0