x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
„დროა სააფთიაქო მაფიის! ჰიპოკრატეს სახელით თეთრ ხალათიანი თაღლითების საქმე გამოიძიოთ“ - თამარ ივერი
image

.

ოპერის მომღერალი თამარ ივერი მიიჩნევს, რომ საქართველოში წამლების ფასები არაადეკვატურად ძვირია. ივერი ეჭვობს, რომ ქვეყანაში სააფთიაქო მაქფიაა გაბატონებული და მას კომპეტენტური ორგანოების მხრიდან სათანადო რეაქცია სჭირდება.

,


„დროა! არა მხოლოდ პოლიტიკოსების, მღვდელმთავრების, კაზინოების და სამშენებლო სამყაროს მაფიოზობების ქეისები იკვლიოთ... არამედ, სააფთიაქო მაფიის! ჰიპოკრატეს სახელით თეთრ ხალათიანი თაღლითების საქმე გამოიძიოთ და მათ იატაკქვეშა „საქმენი საგმირონია“ გამოამზეუროთ. ჯერ ერთიც, წამლების ფასები თაღლითურად აქვთ 200-300%-ით გაზრდილი და მეორეც, შეკრულები არიან ექიმებთან რომ „აბლაბუდას ქსელში გაბმული“ პაციენტი... მასთან მიაგზავნოს და რაც შეიძლება მეტი წამალი გამოუწეროს. აღარაფერს ვამბობთ ნარკოტიკული ზემოქმედების წამლების დახლქვეშიდან გაცემებისა.

.

ამას წინათ... სრულიად ჩვეულებრივ 28-აბიან წამალში 225ლარი(!) მთხოვეს. შემდგომ კი ავსტრიაში ვნახე 30-ევროდ ეყარა აფთიაქებში. რაც უფრო დრო გადის... მით უფრო ვრწმუნდები რომ ვერანაირი კაზინოს თუ ნავთობის მაფია ახლოსაც ვერ მივა ადამიანების სიცოცხლეებით „მობურთავე“ სამედიცინო მაფიასთან!“, - წერს თამარ ივერი.


თამარ ივერმა ეს ხმაურიანი სტატუსი ერთერთი მოქალაქის სტატუსის საპასუხოდ, მისი გაზიარების დროს დაწერა:

,

რადიო თავისუფლების სიუჟეტს უყურეთ გთხოვთ, ფარმაკომპანიები როგორ უხდიან ფულს ექიმებს, მათი მედიკამენტების დანიშვნის შემთხვევაში, ფარული კამერით შედიოდნენ და ეცნობოდნენ როგორც ამ კომპანიის წარნომადგენლები, საგანგაშო მდგომარეობაა, ფრთხილად მედიკამენტებთან გთხოვთ, ერთ ერთი ექიმი ამბობს, 280 ლარი მაქვს ხელფასი და 10 წამალს მაინც ვუნიშნავ პაციენტს რათა მეტი ანაზღაურება ჩამერიცხოსო...SOS მეგობრებო, არავინ ზრუნავს ჩვენზე, თავად იყავით ძალიან წინდახედულად... მედიკამენტების ფასში შედის მთელი ამ კორუფციული სქემის ანაზღაურება.......აი ასეთი საზოგადოება ვართ - წერს ნინა ხიდეშელი.

0
122
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
122
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0