x
ვინ არიან გახარიას პარტიის შემომწირველები?

image


გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“, საერთო ჯამში 296 266 ლარის შემოწირულობა აქვს მიღებული. ინფორმაციას აუდიტის სამსახური ავრცელებს. შემოწირულობის უმრავლესობა (70%) არაფულადი სახისაა, დანარჩენი კი (88 020 ლარი) - ფულადი სახის. პარტიას შემომწირველები ჰყავდა ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე, 29 მაისამდე. ამ დღის ჩათვლით გიორგი გახარიას გუნდმა 62 630 ლარის მოცულობის არაფულადი შემოწირულობები მიიღო.


ყველაზე მეტი თანხა ფულადი სახით 53 ათასი ლარი – პარტიის წევრმა ეკატერინე ვეფხვაძემ შესწირა, არაფულადი სახით კი ბერდია სიჭინავამ რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობდა - 34, 5 ათასი ლარი.


პარტიის ყველაზე მცირე თანხის შემწირველები არიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატი და პარტიის წევრი ბექა ლილუაშვილი - 10 ლარი; არჩილ სამნიძე - 10 ლარი და გიორგი დავითულიანი - 10 ლარი.

0
411
შეფასება არ არის
ავტორი:მიშელიმიშელიმიშელი
მიშელიმიშელიმიშელი
411
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0