x
სალმონის ბრუშეტი

სალმონი

მედიკოსები ჯანსაღი კვებისთვის ხშირად გვირჩევენ რაციონში თევზეულის შეტანას, რამეთუ მისი მიღებით ჩვენი მხედველობა დიდხანს ნარჩუნდება და ხელს უწყობს ის ჯანსაღ კვებასაც, თუმცა დამეთანხმება დიასახლისების ნაწილი, რომ მისი მომზადება და გასუფთავება გარკვეულ დროს მოითხოვს, ამისათვის კი თითოეულ გურმანს ვთავაზობ ჩემს მიერ დაგემოვნებულ ეგრეთ წოდებულ “ სალმონის ბრუშეტ"_ს, რომელიც გახუხულ პურთან და კლასიკურ სალათთან ერთად პომიდვრით მიირთმევა და მისი მომზადების წესიც სულ რაღაც თხუთმეტი წუთის ინტერვალში კეთდება და რაც მთავარია ეს თეფში ნოყიერი ლანჩისთვისაც იდეალურია ( თუკი სადილობა ვერ მოასწარით ) თავის აპერიტივთან ერთად, რომლის მომზადების საიდუმლოებაც ძალიან მარტივია: ორ მოზრდილ პურის ნაჭერს ღუმელში გავფიცხავთ, 150გ-ის სალმონის დაკონსერვებულ ფილეს შუაზე გავყოფთ და პურზე მოვათავსებთ სალათთან და დაჭრილ პომიდორთან ერთად, რომელსაც თავზე გემოვნებით იოდიზირებული მარილით, ძმრითა და ზეთით შევაზავებთ და გემოვნების მიხედვით კი მჟავე კაპერისაც დავუმატებთ. გაამოთ და მომავალ რეცეპტამდე გემრიელად მიირთვით.

მოქალაქე ჟურნალისტი: ჯორჯიანა

0
76
შეფასება არ არის
ავტორი:ეკატერინე რამიშვილი
ეკატერინე რამიშვილი
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0