x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134501
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
მამის მილიონების მიუხედავად Dr. Dre-ს ქალიშვილი უსახლკაროდ იქცა და ღამეს მანქანაში ათევს
image

ორიოდე წლის წინ, Dr. Dre დასახელდა მსოფლიოში ყველაზე მდიდარ რეპერად. მილიონები საშუალებას აძლევს მას სრულად უზრუნველყოს თავისი ოჯახი, მაგრამ იგი მაინც ამას არ აკეთებს, განცხად მისმა ქალიშვილმა.


რეპერის უფროსმა ქალიშვილმა ლატანია იანგმა ცოტა ხნის წინ შესჩივლა Daily Mail- ს, რომ მისი მილიონერი მამა მას ფინანსურად საერთოდ არ ეხმარება. ქალი უკვე 38 წლისაა, მას თავად ჰყავს სამი შვილი და გასული წლის დასაწყისამდე მამისგან შემწეობას იღებდა.

image


თუმცა ფინანსური დახმარების შეწვეტისთანავე ქალის ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, იქამდეც მივიდა საქმე, რომ ახლა მან შვილები მეგობრებს გადასცა დროებით, თვითონ კი მანქანაში ცხოვრობს.


"არც ერთი ჩემი მეგობარი არ ცხოვრობს მანქანაში - მხოლოდ მე. მუდმივად ვმუშაობ, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ნორმალურად ვაირსებოთ . ნებისმიერ სამუშაოს ვასრულებ იმისათვის, რომ ვიშოვო ფული. მაგალითად საწყობში მიხდიდნენ 15 დოლარს საათში"-აღნიშნავს ლატანია იანგი.


ლატანია არა მხოლოდ მანქანაში ცხოვრობს - ის მუშაობს კიდეც საკუთარი ავტომობილით.იგი საკვების მიწოდების სერვისში დასაქმდა, ასევე პარალელურად მუშაობს საწყობში. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი ბინის შესაძენად.


სხვათა შორის მანქანაც მისი არ არის, ის ნაქირავებია და ძალიან მალე Dr. Dre-ს ქალიშვილს მისი გადასახდელი ფულიც აღრა ექნება. ასე რომ, ის დარჩება სამუშაოს და თავშესაფრის გარეშე.


თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ მილიონერი რეპერი არის ერთგვარი მონსტრი, რადგან ის არ ეხმარება შვილებს და შვილიშვილებს. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მთლად ასე არ არის . Dr.dre-ს Instagram– ზე მამაკაცი ხშირად აქვეყნებს ფოტოებს თავის ნათესავებთან ერთად, მათ შორის თავის ვაჟებთან და ქალიშვილებთან ერთად, წერს The Sun.

image

ლატანიას თქმით, მას მამის ნომერიც კი არ აქვს, ამიტომ მას მენეჯერების მეშვეობით უკავშირდება. როდესაც ის დაუკავშირდა მის ადვოკატს, მან თქვა, რომ რეპერი არ აპირებდა ქალიშვილთან ურთიერთობას იმის გამო, რაც მან პრესაში ისაუბრა მააზე.

image

მისი ქალიშვილის მანქანაში ცხოვრების ამბავი და მილიონერი მამის წუწურაქობის შესახებ ამბები შეიძლება არ მოეწონოს 56 წლის რეპერს, მაგრამ არის შანსი, რომ საზოგადოების ზეწოლამ შედეგი გამოიღოს.


Dr.dre- ს პოსტების ოკუპაცია მოახდინეს ფანებმა, რომლებიც მოითხოვდნენ უფროსი ქალიშვილისთვის გარკვეული თანხის გამოყოფას.



შეგახსენებთ, რომ Forbes-მა რეპერ Dr.dre-ქონება(ნამდვილი გვარი-ანდრე რომელ იანგი) 950 მილიონ დოლარად შეაფასა.


0
352
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
352
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0