x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134363
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508431
ნაცმოძრაობას მაინც ვერ გავაგებინებ. სხვისთვის ვწერ, მომავალი პოლიტიკოსებისთვის-ამირან სალუქვაძე

image

"მოუსმინეთ (ბმული ტექსტშია), როგორ შეფასებას აძლევენ ლაშა ტალახაძეს რუსი კომენტატორებიც კი, მიუხედავად მძიმე სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისა, პლანეტარული მასშტაბის ათლეტად მოიხსენიებენ, ძალოსნობის ღმერთი უწოდეს, მსოფლიოს ყველაზე ძლიერ ათლეტად აღიარეს, ტალახახის გამო ღირს ძალოსნობის ცქერაო და ა.შ.
მოუსმინეთ: https://vm.tiktok.com/ZSJt2vV1J/
ამ დროს, ჩვენთან, ე.წ. მთავარი ოპოზიციური პარტია, არათუ არ ულოცავს, შეურაცხყოფებს აყენებს...
ნაცმოძრაობას უკვე საკუთარი ოლიმპიური მედალოსანიც ჰყავს - სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველი, ზურაბ დათუნაშვილი, რომელსაც ასევე გულით ვულოცავ წარმატებას და ბრინჯაოს ოლიმპიურ მედალს.
ყველა ქართველის წარმატება მიხარია, რომელი ქვეყნის სახელითაც არ უნდა გამოდიოდნენ, მაგრამ საქართველოს ნაკრებზე, საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებზე წინ ვერავის დავაყენებ.
როცა სჭირდებათ, სერბეთი პრორუსული არაა, არც მისი ლიდერია პუტინისტი, არც სერბების, შესაძლოა ოლიმპიური ნაკრების "Sputnik-V"-ით აცრა აწუხებთ. ეს ისე. ქართველ მედალოსანს არ ეხება.
არ სურთ გაიგონ, რომ ოპოზიციონერობა არაა ყველა საკითხში საპირისპირო პოზიციის დაკავება.
ამათ ვერ გავაგებინებ. სხვისთვის ვწერ, მომავალი პოლიტიკოსებისთვის. როცა ტყე იწვის, ხანძარს არ უნდა გულშემატკივრობდე; პანდემიის დროს, ჯანდაცვის სისტემას არ უნდა არყევდე; საკუთარ მოსახლეობას საინფორმაციო ომს არ უნდა უცხადებდე; უნდა გესმოდეს რას ნიშნავს სუვერენიტეტი და შენი თანამოქალაქეების მიმართ სანქციებს არ უნდა ითხოვდე და ა.შ.
მოკლედ, მოსწონს ვინმეს თუ არა, ლაშა ტალახაძე მსოფლიოს უძლიერესი ათლეტია.
ტალახაძის და მინასიანის პაექრობა:' წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე.

0
265
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
265
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0