x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134425
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ხელის თხოვნის ძალიან სახალისო და უცნაური ტრადიციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

ნიშნობა, ქორწინების შეთავაზება და ქორწინება განსხვავებულად ტარდება სხვადასხვა ქვეყანაში მისი კულტურიდან გამომდინარე, თითოეულ ადგილს - და თუნდაც თითოეულ რეგიონს - შეიძლება ჰქონდეს თავისი მახასიათებლები. წარმოგიდგენთ რამდენიმე ქვეყნის ხელის თხოვნის ტრადიციებს, რომლებიც შეიძლება რომანტიულად, სასაცილოდ და უცნაურადაც კი მოგეჩვენოთ:

1. შოტლანდია

ამ ქვეყანაში მამაკაცებმა ხელის სათხოვნელკად უნდა დაამტკიცონ თავიანთი რირსება სპეციალურ ღონისძიებაზე - The Beukin, რომლის დროსაც ისინი სხვადასხვა გამოცდებს გადიან მომავალი სიმამრის დავალებით, დასრულების შემდეგ კი უკვე აქვთ უფლება, საყვარელ ადამიანს ხელი სთხოვონ. image

2. საფრანგეთი

როგორც წესი, ბეჭედი, რომელიც ხელის თხოვნისას გამოიყენება ოჯახური რელიქვიაა ან მემკვიდრეობითაა მიღებული. თუკი ბეჭდის დიზაინში რამის შეცვლა მოუნდებათ, მასინ მშობლებისგან უნდა აიღონ ნებართვა. თუკი ოჯახმა მხოლოდ ქვა გადასცა შვილს, მაშინ ბეჭდის სასურველ დიზაინს თავად აირჩევენ.image

3. ჩინეთი

სიძის მშობლები მომავალი სარძლოს მშობლებს უგზავნიან საჩუქრებს, თუკი მათ სიძის კანდიდატურა მოსწონთ, მასინ მის მშობლებს გადასცემენ თავიანთი ქალიშვილის დაბადების მოწმობას. მოწმობას ბიჭის მშობლები სალოცავთან დებენ 3 დღის განმავლობაში და თუკი ამ 3 დღეში ცუდი არაფერი მოხდა, მაშინ უკვე შეუძლიათ რომ იქორწინონ.image

4. არაბეთის გაერთიანებული ემირატები

ამ ქვეყანაში ტრადიციები საკმაოდ მკაცრია და საჭიროა რიგი პროტოკოლები და წესების დაცვა. საქმრომ თავისი გრძნობების და განზრახვების შესახებ დედას უნდა უამბოს, რათა ის შემდეგ წავიდეს პატარძლის დედასთან და ქალიშვილის ხელი სთხოვოს. თუკი ქორწილზე შეთანხმდებიან, შემდგე უნდა განიხილონ გოგოსთვის მისაცემი მზითევის რაოდენობა. მომავალ პატარძალს ბიჭის მშობლები ყიდულობენ სამკაულებს და სხვა ნივთებს, რომლებიც წინასწარ შერჩეული აქვთ გოგოს და მის დედას. მთელი ეს სიმდიდრე კი აუცილებლად უნდა ნახოს ქორწილში ყველა სტუმარმა.image

5. იაპონია

წყვილის ოფიციალურ ნიშნობის ცერემონიას ჰქვია იუინო. ამ დროს ორივე ოჯახი ერთმანეთს ხვდება და ჩუქნიან ბრინჯის ქაღალდში გახვეულ 9 საჩუქარს. ისინი განასახიერებენ მათ გრძნობებს და კეთილ განზრახვას მომავალი ქორწინებისთვის.image

6. ირლანდია

ირლანდიური ტრადიცია სპეციალურ ბეჭედს უკავშირდება, ბეჭედს Claddagh ჰქვია, მასზე გული, გვირგვინი და 2 ხელია გამოსახული, რომლითაც ბეჭედი იკვრება. ეს სამკაული სიმბოლიზმითაა სავსე, გული სიყვარულს ასახავს, გვირგვინი ერთგულებას, ხელები კი მეგობრობას. image

7. მექსიკა

მექსიკელების ტრადიცია ალბათ ჩვენთვისაც ნაცნობია. ბიჭი ხვდება გოგოს მშობლებს, უამბობს მათი სიყვარულის ისტორიას, კარგად უხატავს მშობლებს მათ მომავალს და სურვილებს.image

8. ინდოეთი

ინდური ტრადიციების მიხედვით, ხელის შეთავაზებას გოგოს ოჯახი იღებს. ატარებენ ღონისძიებას სახელად mangni ან nischitartham, რომელსაც ორივეს ოჯახი ესწრება. ისინი ასრულებენ რამდენიმე რიტუალს, ცვლიან ფიცებს და ოფიციალურად ინიშნებიან. ასევე ხშირად ნიშნობისთვის გოგონა იკეთებს სპეციალურ ტატუირებას ხნით, ნიშნობამდე 2 ან 3 დღით ადრე.image






0
282
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
282
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0