x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
დიახ,სხვაგანაც ხდება, დანით გამომედევნენ ვაშინგტონში, მერე რა? -სალომე სამადაშვილი
image

დეპუტატი სალომე სამადაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან სოციალური ქსელით ეხმაურება იმ ადამიანებს, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ნებისმიერ კრიმინალზე არ შეიძლება ხელისუფლების დადანაშაულება, რომ მსგავსი დანაშაულები ყველგან ხდება:



“დიახ, სხვაგანაც ხდება-მე დანით გამომედევნენ, მაგალითად, ვაშინგტონში უნივერსიტეტიდან სახლში მიმავალს, გადავრჩი, გამვლელი მომეხმარა. მერე რა? ამიტომ არ გვაქვს უფლება ვთქვათ, რომ ქართული ოცნების პოლიტიკამ საგრძნობლად დაამძიმა კრიმინალური ვითარება? არ ვიცი ეს საწყალი გოგო რა მიზეზით მოკლეს, მაგრამ გაღატაკებული ხალხი, დაუსჯელი, წახალისებული ძალადობა და ზოგადად, მოშლილი სახელმწიფო, ყველაფერი, რაც კრიმინალის ზრდას უწყობს ხელს, ვისი პასუხისმგებლობაა?“, -წერს სამადაშვილი.



დიდი რეზონანსი გამოიწვია ჩვენს ქვეყანაში31 წლის ავსტრალიელი მასწავლებელის, შანე ბრუკის მკვლელობამ.



ახალგაზრდა ქალის გვამი 31 ივლისს მთაწმინდაზე რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს.


შანე ბრუკი საქართველოში თითქმის ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა. იგი ინგლისურს ასწავლიდა სასწავლო ცენტრ-International House-ში( საერთაშორისო სახლი)რომელიც თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მდებარეობს.


გუშინ მის საცხოვრებლე სახლთან, გოგებაშვილის ქუჩაზე მოქალაქეებმა მისი ხსოვნის საპატივცემლოდ ყვავილები მიიტანეს.


პარალელურად გოგონას საცხოვრებელ სახლთან მუშაობდნენ სამართალდამცავები.


სამართალდამცველებმა ამოიღეს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული კამერების ჩანაწერები, კითხვები დაუსვეს მეზობლებსაც.


ნაწილს აჩვენენებენ ფოტოსაც, რომელზეც სავარაუდო დამნაშავის პროტოტიპია გამოსახული. ერთ-ერთი მაღაზიის კონსულტანტმა განაცხადა, რომ მას მამაკაცის ფოტო აჩვენეს და კითხეს, ხომ არ იცნობს.მისივე თქმით, ფოტოზე უცხოელი მამაკაცი იყო გამოსახული.


გოგებაშვილის პარალელურად, გამოკითხვები მიმდინარეობს დიღმის მთავარ სამმართველოში. გამომძიებლების კითხვებს შანეი ბრუკის უცხოელმა და ადგილობრივემა მეგობრებმა და კოლეგებმა უპასუხეს.


0
280
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
280
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0