x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"ტატამი მანდ იქნება თუ იქნება, ტოკიოს ოლიმპიადა მიმიქარავს” – ნახეთ, რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი

image


პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი "ქართული ოცნების" მიერ ოქტომბრის მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატების წარდგენას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს რომ ნამდვილი ტოკიოს ოლიმპიადა მონაგონი იქნება, როდესაც ყველა პარტია საკუთარ სპორტსმენ კანდიდატებს წარადგენს. როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი მმართველმა პარტიამ გორის მერობის კანდიდატად თავისუფალი სტილით მოჭიდავე, ევროპის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი წარადგინა: "ოცნებამ ხომ დააყენა გორის მერობის კანდიდატად ხინჩაგაშვილი თავისუფალი ჭიდაობიდან, ხვალ გახარია დააყენებს ვინმეს ძიუდოდან (გორში ფეხბურთელს ვერ იპოვის), ზეგ კანდელაკი აწეწამს და ეგეც დადგება რამედან თუ ერიდან (რაც ქვია მოკლედ ვასაძის კამპოტს), მერე ნაცებიც დაუმატებენ ვინმე ბასიშვილისეეფს და მანდ ნახეთ ტოტალიზატორს რა კუშები ექნება. აი ტატამი მანდ იქნება თუ იქნება, ტოკიოს ოლიმპიადა მიმიქარავს" - წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი. ცნობისთვის, 30 ივლისს პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს მასშტაბით მერობის კანდიდატები დაასახელა. ამასთან, როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსი ირაკლი კობახიძე, თბილისში საარჩევნო კამპანიის ლიდერი კახა კალაძე, ხოლო საქართველოს მასშტაბით ირაკლი ღარიბაშვილი იქნებიან. შეგახსენებთ, რომ გორში მმართველი გუნდის კანდიდატი რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელი ძიუდოში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი იქნება.




0
748
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
748