x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ცნობილი ქართველი ქალები, რომლებიც სამჯერ არიან გათხოვილები
1)მაკა ზამბახიძე -გათხოვდა სამჯერ-სულ ახლახან მომღერალმა, დუეტ "ჯორჯიას"სოლისტმა მაკა ზამბახიძემ რიგით მესამე ქმარი, რომელსაც აქამდე საგულდგულოდ მალავდა, სახალხოდ გამოაჩინა, მისი რჩეული მაკაზე 9 წლით უმცროსი, 1992 წელს დაბადებული ძიუდოსიტი მიხეილ ჩოხელია.

image


2)სალომე გოგიაშვილი-გათხოვდა სამჯერ-, აღსანიშნავია, რომ ცნობილი ტელეწამყვანის პირველი და მესამე ქმრები მოგვარები არიან, ორივეს გვარი ნიკოლეიშვილია, თუმცა როგორც თავად სალომემ აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში, პირველი და მესამე ქმრები ერთმანეთს არ იცნობენ.

image


3)ნინო ქორიძე-გათხოვდა სამჯერ-მსახიობი ჯერ კიდევ 11 წლის წინ ცოლად გაჰყვა თავისზე 13 წლით უმცროს ასევე მსახიობს, თორნიკე გოგორიჭიანს, ბევრს ეგონა, რომ ეს ქორწინება ხანმოკლე იქნებოდა, მაგრამ წყვილი კვლავ ერთადაა და პატარა ქალიშვილსაც ზრდიან.

image

4)ლიზა ბაგრატიონი- სამჯერ განათხოვარი-სამი უიღბლო ქორწინების შემდეგ, 47 წლის მომღერალი ამჟამად ხვდება მასზე 12 წლით უმცროს მუსიკოსს გიორგი ცაგარელს.

image


5)ლალი მოროშკინა- სამჯერ განათხოვარი -ლალი მოროშკინას მესამე ოფიციალურ ქმარს 2015 წელს დაშორდა, მათი ურთიერთობა ორ წელიწადს გაგრძელდა თუმცა იმის შემდეგ მორიგ გათხოვებაზე არაა ჯერჯერობით საუბარი.მოროშკინას პირველი ქმარი ნუკრი ჩაგანავა აწ გარდაცვლილია, მეორე ქმართან, როგორც თვითონ ამბობს მიხეილ ღოთვაძესთან მეგობრული ურთიერთობა აქვს..ჰქონდა სკანდალური რომანი მოკრივე გიორგი კანდელაკთან

image

6)თამარ გვერდწითელი- სამჯერ განათხოვარი -მომღერალი მესამე ქმარს, კარდიოქირურგ სერგეი ამბატელოს 3 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, 2005 წელს დაშორდა.სამი ქმრიდან გვერდწითელს დარჩა ერთი ვაჟი ალექსანდრე, რომელიც პირველი ქმრისგან, რეჟისორ გიორგი კახაბრიშვილისგან ეყოლა.

image


7)ეკა კვალიაშვილი-სამჯერ განათხოვარი -ყოველი მორიგი გათხოვების შემდეგ იძახდა, რომ ჭეშმარიტი და ნამდვილი სიყვარული იპოვა და ასე დაუსრულებლად.შემდეგ საერთოდ გაჩუმდა და განაცხადა, რომ აღარ აპირებს გათხოვებას.შეგახსენებთ იგი სამჯერ იყო გათხოვილი, ჰყავს ერთი ქალიშვილი, ნუკა.

image


8)ირინა სარიშვილი- სამჯერ განათხოვარი-პოლიტიკოსის პირველი მეუღლე საზოგადოებისთვის უცნობი პიროვნება იყო, მაგრამ როგორც თვითონ ირინა ამბობს"ლამაზი იყო", მეორე ქმარი ყველ;ასთვის ცნობილი პოლიტიკოსი გია ჭანტურია იყო, რომელიც მოკლეს, ხოლო მესამე ქმარი მსახიობი ზვიად თავაძე იყო, რომელთანც ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა.

image


9)ია ფარულავა-ოთხჯერ განათხოვარი -პირველად ქართველი იყო მისი ქმარი, მეორედ ამერიკელი, ხოლო მესამედ ლიბანელი.შემდეგი ისევ ქართველი, მუსიკოსი, ტარიელ სუარი და ჯერჯერობით უკანასკნელი.

image

0
1011
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1011
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0