x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თვითმკვლელობა ორგანული დაავადების შედეგია, რომლის გაკონტროლება შესაძლებელია

«როგორ უნდა თქვა სიცოცხლეზე უარი, სული ხომ ასე ტკბილია?» – სწორედ ეს კითხვა დასვა, თვითმკვლელის ოჯახში, სამძიმარზე მოსულმა ერთ-ერთმა ადამიანმა. რა არის სუიციდი, პრობლემისგან გაქცევა? როგორ მიდის ადამიანი ამ გადაწყვეტილებამდე? რა მექანიზმი ირთვება ტვინში, რომელსაც ადამიანი თვითმკვლელობამდე მიჰყავს?


image


ადამიანი თავს იმ შემთხვევაში იკლავს, როდესაც ამა, თუ იმ გარემოების გამო, მისი არსებობა აზრს კარგავს. ეს დანაკარგი – მართალია მნიშვნელოვანია, მაგრამ საკმარისი პირობა არ არის სუიციდის განსახორციელებლად. საჭიროა, რომ სიცოცხლის გადაფასება მოხდეს. ხოლო, სიკვდილმა, გარკვეული აზრი უნდა შეიძინოს, და მაშინ, წარმოდგენა მასზე, შეიძლება, მოქმედების მიზანი გახდეს.
თავის მოკვლის გადაწყვეტილების მიღება – მორალური არჩევანის აქტი არის. როდესაც ადამიანი სიკვდილს ანიჭებს უპირატესობას, ის მოტივს და შედეგს აფასებს და საკუთარ თავზე, პასუხისმგებლობას იღებს თვითგანადგურებაზე, ან მას სხვა ადამიანებს აკისრებს. ასეა, თუ ისე, როდესაც ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს, მასში მხოლოდ სიკვდილის გამომწვევ მოქმედებას არ ხედავს. მისთვის ეს გარკვეული საქციელსია – «მესიჯი» ადამიანებისთვის, რომელიც მისი ქმედების ანალიზს და შეფასებას გამოიწვევს.
არაერთგზის დაკვირვება იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ თუნდაც ჭეშმარიტი თვითმკვლელობის (ანუ იმ შემთხვევებში, როდესაც სუიციდი სხვა ადამიანის ზეგავლენით, მაგ., შანტაჟით, არ არის გამოწვეული) დროს, ადამიანის მიზანი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს – უმეტეს შემთხვევაში, თვითმკვლელობის მოტივაციას არ შეეფერება.
imageთვითმკვლელობის პარადოქსი იმაში მდგომარეიბს, რომ ადამიანისთვის სიცოცხლის შეწყვეტა, მორალურ-ფსიქოლოგიურ აზრს იძენს. თუმცა, ეს არც ისეთი დიდი პარადოქსია. თუ თვითმკვლელობას აზრი არ მიეცა, ისევე, როგორც ყველა სხვა ქმედებას, თავსაც არავინ მოიკლავს.
კრიზისული მდგომარეობა, რომელიც სუიციდის წინ დგება, შეიძლება ისე დავახასიათოთ, როგორც ცხოვრების აზრის «გადაკეტვა»: ხდება ცხოვრებისეული მიზნების ბლოკირება, თვითრეალიზაციის შეუძლებლობის წარმოდგენა, წყვეტა «საჭიროებასა» და იმას შორის, რაც არის, იკარგება კავშირი საკუთარ და გარშემომყოფთა სიცოცხლეს შორის. შედეგად, სიცოცხლე აზრს კარგავს, ქრება პერსპექტივები და მოქმედების სტიმული. ჩნდება გაუცხოვება, სიმძიმის და უიმედობის შეგრძნება. ასეთი მდგომარეობა მხოლოდ ერთი სერიოზული ტრამვული მოვლენით არ არის გამოწვეული. ეს არის რიგი ცხოვრებისეული სირთულის გავლენის შედეგი.
ამრიგად, მთავარი მექანიზმი, რომელიც სუიციდურ ქმედებას ახასიათებს და თვითმკვლელობის აქტს ააქტიურებს, – ინვერსიული (გადაბრუნება) დამოკიდებულებაა სიცოცხლის და სიკვდილისადმი. სიცოცხლე დადებით ხარისხებს კარგავს და ნეგატიურად აღიქმება. ხოლო სიკვდილი, პირიქით – უარყოფითიდან დადებითისკენ იცვლება... და ამ მომენტიდან, ადამიანის გონებაში თვითმკვლელობის მიზნის ჩამოყალიბება და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება იწყება.

სუიციდის პრობლემა, საჯაროდ, იშვიათად განიხილება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო დროს, მათი რიცხვი ძალიან გაიზარდა. მაგ., აშშ-ში, თვითმკვლელობის შედეგად, დაღუპული ადამიანების რიცხვმა, ავტოავარიების დროს დაღუპულთა რიცხვს გადააჭარბა და ამიტომ, სუიციდი ისევე უნდა მივიღოთ, როგორც სხვა, ნებისმიერი დაავადება. ანტიდეპრესანტებით და კოგნიტური (შემეცნებითი) ფსიქოთერაპიით, თვითმკვლელობის იდეით შეპყრობილი ადამიანის მდგომარეობის შემსუბუქება შესაძლებელია, მაგრამ ეს, პაციენტის განკურნების და მისი სიცოცხლისკენ მობრუნებისთვის სრულყოფილი და უნივერსალური საშუალება არ არის...

დღემდე, ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევის მიზანი, იმის გარკვევა იყო, თუ რატომ არის, რომ ზოგიერთი ადამიანი მკურნალობას ექვემდებარება, – ზოგი არა. მიუხედავად ამისა, უახლესმა კვლევებმა, ადამიანის გონების ამ ბნელ მხარეს, ნაწილობრივ ფარდა ახადა.

imageამჟამად, სულ უფრო პოპულარული ხდება იდეა იმის შესახებ, რომ სიტყვა «დეპრესია», რომლითაც ადამიანის სულიერ მდგომარეობას აღვნიშნავთ, – მეტისმეტად ფართო მცნებაა და ბევრი ისეთი პრობლემის აღსანიშნავად გამოიყენება, რომელსაც შეიძლება სხვადასხვა სახის ბიოლოგიური საფუძველი ჰქონდეს: კერძოდ, სუიციდის მცდელობას, შესაძლებელია, წინ მთელი რიგი ნერვოლოგიური ცვლილებები უძღვოდეს, რომელიც სხვა სახის დეპრესიით დაავადებულ ადამიანებს არ აღენიშნებათ. მაგ., პაციენტებს, რომლებსაც თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდათ და გადარჩნენ, თავის ტვინის სკანირების დროს, თეთრი ნივთიერების* ნაკლებობა აღმოაჩნდათ. ამ ნივთიერების მნიშვნელობის გადაფასება კი შეუძლებელია, რადგან სწორედ მასზე დამოკიდებული ჩვენი ცნობიერება.


* ცენტრალური ნერვული სისტემის ნივთიერება, რომელიც რუხ ნივთიერებასთან შედარებით, ნაკლებ ინტენსიურადაა შეფერილი. თეთრი ნივთიერება შედგება ნეირონებისაგან (რომელთა უმეტესობა მიელინიზებულია) და გლიის უჯრედებისაგან. თავის ტვინში თეთრი ნივთიერება რუხი ნივთიერების შიგნითაა ლოკალიზებული. ხოლო, ზურგის ტვინში, იგი პერიფერიაზეა განლაგებული.

სამედიცინო ტერმინოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი


ზემოთ ხსენებული აღმოჩენის გაკეთების შემდეგ, მეცნიერებმა იმ ადამიანების კვლევა დაიწყეს, რომლებსაც აკვიატებული ნეგატიური აზრები გააჩნდათ და საკუთარი თავის მიმართ, მუდმივად თვითკრიტიკულები იყვნენ. მათ კავშირის აღმოჩენა სურდათ, ადამიანის ნერვოლოგიურ მდგომარეობას და დეპრესიულ აზროვნებას შორის. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანებს, რომლებიც თვითმკვლელობის აზრით იყვნენ შეპყრობილები, შესუსტებული ჰქონდათ ნეირონული კავშირები, თავის ტვინის შუბლის წილში, რომელიც ჩვენი ემოციების კონტროლზე და ქცევებზეა პასუხისმგებელი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კავშირი ნეირონულ კავშირებსა და სუიციდს შორის, ჯერ-ჯერობით, ჰიპოტეზის დონეზეა და ამის დამტკიცებას ხანგრძლივი კვლევა ესაჭიროება.
გარდა ამისა, ჯერ არც ის არის დადგენილი, თუ რატომ ხდება ნერვოლოგიური ცვლილებები თავის ტვინში. შესაძლებელია, ეს გენეტიკის ბრალი იყო ან იქნებ, მუდმივი სტრესი და ნერვიულობა ნეირონების რაოდენობას ამცირებდეს?! როგორც კი, ამ მიზეზის დადგენა მოხდება, სუიციდის განზრახვით შეპყრობილი ადამიანების მკურნალობა გაადვილდება. ჯერ-ჯერობით კი, ვიდრე კვლევები მიმდინარეობს, უნდა მოხდეს სუიციდისადმი მიდრეკილების მქონე ადამიანების (მათი ამოცნობა რთული არ არის. ისინი გამუდმებით თავის მოკვლაზე და სიკვდილზე საუბრობენ) თავის ტვინის სკანირება და ტვინის მდგომარეობის შესაბამისად, მედიკამენტური მკურნალობის დანიშვნა.


image


იმ შემთხვევაში, თუ ნეირონების ნაკლებობასა და სუიციდს შორის კავშირი დადასტურდა, მაშინ გამოვა, რომ თვითმკვლელობა ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას კი არა, ორგანულ დაავადებას უკავშირდება. კერძოდ, თავის ტვინში თეთრი ნივთიერების ნაკლებობას, რომელზეც ადამიანის ცნობიერება და აზრებაა დამოკიდებული.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. ატლანტიდის მეტოქე — რამას იმპერია

2. ალმასის «ციებ-ცხელება»
3. რატომ არის, რომ ზოგი რამდენჯერმე თხოვდება, ზოგი კი – არც ერთხელ?

4. დაავადებები, რომელსაც ტყუილის თქმა, მატყუარობა იწვევს

5. როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი მარტივად და ეფექტურად

6. ჭარბი წონის «წამალი», რომელიც დაუფასებელია დიეტოლოგების მიერ. ბანანის დიეტა

0
137
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0