x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134502
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
ქვეყანა, სადაც ადამიანი წყობიდან გამოსვლის გამო კანონით ისჯება, გასარეცხი მანქანის პატრონი კი ჯარიმდება- საინტერესო ფაქტები ომანის შესახებ

რა გსმენიათ ომანის შესახებ? ეს ის ქვეყანაა, რომელიც ტურისტების დიდი რაოდენობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის თავს მეტიც, მისი არსებობის შესახებ ბევრმა არც არაფერი იცის. თუმცა, მიუხედავად ამისა, მას ტურისტული პოტენციალი საკმაოდ დიდი აქვს, შეიძლება იმაზე მეტიც, ვიდრე არაბთა გაერთიანებული საამიროებს. წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ამ ქვეყნის და მისი მცხოვრებლების შესახებ:

1. ბატულუ- ქალის სახის ნიღბები, რომლებსაც დღესასწაულებზე სამკაულივით იკეთებენ

თავდაპირველად, ეს ნისკარტის ფორმის ნიღაბი ერთგვარი დამცავი იყო ბედუინებისთვის ქარისგან და ქვიშისგან. მოგვიანებით, ნიღაბი მოსართავი აქსესუარი გახდა ქალებისთვის, ისინი მას განსაკუთრებულ შემთხვევებში იკეთებენ. ისინი თხის ტყავისგან იკერებოდა და შემდეგ ძვირფასი ქვებით ირთვებოდა. დღეს ზოგიერთი გოგონა მას ასაკის შესაბამისად იკეთებს, დაოჯახებული ქალის ბატულუ უფრო ფართოა ვიდრე დასაოჯახებელის.image

2. ომანის მოსახლეობის ნახევარი ემიგრანტია

4, 5 მილიონი მოსახლედან დაახლოებით 40% ემიგრანტია. მათი უმეტესობა ინდოეთის, პაკისტანის, ბანგლადეშის და სხვა მიმდებარე შტატების მცხოვრებლები არიან. ისინი ომანს ირჩევენ, რადგან აქ მათ კარგი პირობები და სხვადასხვა შესაძლებლობები აქვთ, მაგალითად, შეუძლიათ საბანკო ანგარიშის გახსა და უძრავი ქონებაც შეძენაც კი. სხვადასხვა ეროვნებების გამო, ქვეყანაში მრავალი ნაციონალური რესტორანია გახსნილი, რაც ასევე წარმატებით სარგებლობს. ომანი ემიგრანტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანად ითვლება.image

3. პარასკევი და შაბათი ომანში დასვენების დღეებია

სულ რამდენიმე წლის წინ, ომანელები ხუთშაბათობით და პარასკევობით ისვენებდნენ, 2013 წელს მათმა სულთანმა დასვენების დღეები კვირის ბოლოსთვის გადაიტანა, ბანკების მუშაობა უფრო მოსახერხებელი რომ ყოფილიყო.image

4. საჯარო დაწესებულებებში ომანელები ნაციონალური ტანსაცმლით დადიან

მაგალითად, სტუდენტმა ბიჭებმა უნდა ატარონ ნაციონალური ტანისამოსი-დიშბაში, თეთრი ფერის. ლექსიები გოგონებს და ბიჭებს ერთად უტარდებათ, მაგრამ აუდიტორიაში ოთახცი დაყოფილია ქალების და კაცების მხარეებად. საჯარო სექტორში მომუშავე ხალხიც ასევე ვალდებულია ნაციონალური ტანისამოსი ატაროს.image

5. მამაკაცები აქ ნაციონალურ სამაგიდო თამაშს ჰავალისს ტამაშობენ

ჰავალისის ისტორია დაახლოებით 3 000 წლის წინ იწყება და ომანის ნაციონალურ სამაგიდო თამაშად ითვლება. სათამაშოდ მხოლოდ საჭიროა ქვები და ორმოები მიწაზე. მოთამაშეები ქვებს ისე განალაგებენ, რომ მოწინაარმდეგის ქვები ორმოებში მოაგროვონ და დაეუფლონ. მათი აზრით, ჰავალისი მთლიანად ლოგიკაზეა აწყობილი და იღბალს გამორიცხავენ. გარდა ამისა, თვლიან, რომ ამ თამაშმა ისეთივე გავლენა მოახდინა ომანზე, როგორც ჭადრაკმა ევროპაზე. image

6. დედაქალაქში, მასკატაში საცხოვრებელი უბნები იყოფა ოჯახების და მარტოხელების კვარტლებად.

უცხოელები როგორც წესი კორპუსებში ცხოვრობენ, ომანელები კი ვილებში და დიდ სახლებში. ასევე, რაც არ უნდა მდიდარი იყოს ომანელი, ან არაბი ან სხვა ემიგრანტი, ის ოჯახებისთვის განკუთვნილ კვარტლებში ვერ იცხოვრებენ.image

7. ომანის განვითარებას ხელი ძალიან შეუწყო სულთანმა ქაბუს ბენ საიდმა

ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ 1970 წლამდე ომანში გვიანი შუა საუკუნეების ატმოსფერო სუფევდა: ქვეყანას ნამდვილად არ ჰქონდა ელექტროენერგია, ტელევიზია, მედიცინა, უმაღლესი განათლება, ყვაოდა მონობა და ქალების უფლებებზე საერთოდ საუბარიც არ ღირდა. ყველაფერი შეიცვალა ინგლისში განათლებამიღებული სულთანის, ქაბუსის მოსვლით.

დაიწყო გლობალური ცვლილებები ქვეყანაში. სულთან ქაბუსმა განავითარა ნავთობის ინდუსტრია, მის დროს გაიხსნა ომანის პირველი უნივერსიტეტი, მან გაათანაბრა ქალისა და მამაკაცის უფლებები, აღმოფხვრა მონობა და გაუნათლებლობა, ააშენა საავადმყოფოები და მის დროს გამოჩნდა ტელევიზია ქვეყანაში. გასულ წელს ქაბუსის გარდაცვალების შემდეგ, ომანს მისი მემკვიდრე, ბიძაშვილი ჰეისამ ბინ ტარიქ ალ საიდი მართავს, რომელიც განაგრძობს ბიძაშვილის მოდერნიზაციის პოლიტიკას. image

8. ომანში ჭუჭყიანი მანქანის ყოლა აკრძალულია

მიუხედავად იმისა, რომ მშრალი კლიმატის გამო, მანქანები საკმაოდ სწრაფად ბინძურდებიან და ქვიშის სქელი ფენა ეყრებათ, ჭუჭყიანი მანქანის მფლობელი შეიძლება 10 რიალით- 2 000 ევროთი დააჯარიმონ.image

9. ვადაგასული პროდუქტების გაყიდვა დანაშაულია და მის გამო ციხესიც სვამენ

2018 წლის ახალი კანონმდებლობის თანახმად, მეწარმეებს ვადაგასული საკვები პროდუქტების რეალიზაციისთვის 6 თვიდან 3 წლამდე ციხე ემუქრებათ. image
10. ყოველი კარი ომანში უნიკალურია

შესასვლელი კარი არის ომანის სავიზიტო ბარათი. თითოეული მაცხოვრებელი ალამაზებს თავის კარს როგორც შეუძლია. ღარიბი ხალხი ამას თვითონ აკეთებს, მდიდარი ადამიანები ხელოსნებს ხეზე ლამაზ ჭრილებს აკეთებინებენ. ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს კარი ფერწერის ან სხვა დეკორაციების გარეშე; ბევრი ას წელზე მეტი ხნისაცაა. მეჩეთის და სულთნის სასახლის შესასვლელი კი ყველაზე ძვირადღირებულად გამოიყურება.image

11. სულთან ქაბუსის მეჩეთის ხალიჩას 600 ქალი ქმნიდა

მის შესაქმნელად, ინდოეთიდან ჩამოიტანეს 300 000 ტონა ქვიშაქვა, ხალიჩას მთლიანობაში 4 წლის განმავლობაში ქმნიდა 600 ქალი 2 ცვლის განმავლობაში. ცენტრალური თაღი კი 600 000 სვაროვსკის თვლისგან შედგება და მინარეტის ფორმა აქვს.image

12. ქვეყანაში არის ბაზრობა, სადაც კვირაში ერთხელ მხოლოდ ქალებს უშვებენ

ქალაქ იბრაში, რომელიც დედაქალაქისგან 170 ილომეტრითაა აშორებული, არის ბაზრობა სახელად Ibra Souk. იქ კვირაში ერთხელ მხოლოდ ქალ მოვაჭრეებს და მყიდველებს უშვებენ. პრინციპში, მამაკაცებისთვის საინტერესოც არ იქნება, რადგან ამ დროს ყიდიან მხოლოდ ტანსაცმელს, სამკაულებს და კოსმეტიკას.image

13. თხების ბაზრობა ნიზვეში პრაქტიკულად შეუცვლელია

პარასკევს, აქ მიდიან მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლები საქონლის გაყიდვის ან ყიდვის მიზნით. ბაზრობა არის მრგვალი პავილიონი, კედლების გასწვრივ სკამებით. თხის, ცხვრისა და ძროხის მეპატრონეები თავიანთ ცხოველებს წრეში ატარებენ და მყიდველები თანხას ხმამაღლა გაიძახიან - რაღაც აუქციონის მსგავსი გამოსდით. ასევე, თხის ბაზარი მეგობრების შეხვედრის ადგილია - აქ ისინი ყავას სვამენ და ერთმანეთს ახალ ამბებს უზიარებენ.image

14. აქლემზე რბოლისთვის რობოტები გამოიყენება

აქლემით სიარული ტრადიციული სპორტია ომანში და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებში. ამ ძვირადღირებული სპორტისთვის, რომელსაც შეიხების სპორტსაც უწოდებენ, მხოლოდ ერთკაპიანი აქლემებია შესაფერისი.

ადრე მცირე წონის გამო ბავშვები რბოლაში მონაწილეობდნენ, ახლა კი ეს აკრძალულია და აქლემის ზურგზე სპეციალური რობოტი ჟოკეი ზის, რომლის მოდელიც კატარში შეიქმნა. მოწყობილობა იწონის 2-3 კგ-ს და მას აკონტროლებს ოპერატორი, რომელიც მაღალი გამავლობის მანქანას მართავს სარბოლო ტრასის პარალელურად. სხვათა შორის, აქლემს შეუძლია 65 კმ / სთ სიჩქარის მიღწევა.image

15. ომანის მოსახლეობას არაპირდაპირი საუბრის მანერა აქვთ

ომანის მოსახლეობა ძალიან ღელავს იმაზე, თუ როგორ ესაუბრებიან უცხო ან ახალგაცნობილ ადამიანს. ისინი პირდაპირ არაფერს ეუბნებიან მათ და არც არაფერს ეკითხებიან უტაქტობაში რომ არ ჩაეთვალოთ.image

16. “მიშტერება" ომანში მიღებულია

უცხოელები და, განსაკუთრებით, დასავლური ტანსაცმლის მატარებელი უცხოელი ქალები ყოველთვის ყურადღების ქვეშ არიან. მამაკაცები მათ შეიძლება თვამოუწყვეტლად აშტერდებოდნენ, მაგრამ ისინი ამ მზერით მხოლოდ ინტერესს გამოხატავენ. თუ გაუღიმებთ, ისინი ამ ჟესტს ფლირტად ჩათვლიან. მაგრამ მამაკაცებს ეკრძალებათ ქალებზე შეხება. გოგონას შეუძლია შეატყობინოს პოლიციას, თუ მამაკაცი შემთხვევით შეეხო მას ხელს და შევიწროებაში დაადანაშაულოს. სავარაუდოდ, მას დაუჯერებენ მოწმეების არყოფნის დროსაც.image

17. წყობიდან გამოსვლა ომანელებს ეკრძალებათ კანონით

სიბრაზის გამოვლენა, იქნება ეს სიტყვიერი შეურაცხყოფა თუ უხეში ჟესტი ომანში აკრძალულია. სახის "არასწორი" გამომეტყველებაც კი შეიძლება გამოიწვიოს ოფიციალური საჩივარი. ადამიანს შეუძლია უჩივლოს სხვას, მაშინაც კი, თუ მან უბრალოდ გაანაწყენა და სავარაუდოდ საქმესაც აღძრავენ.image

18. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს

მოგზაურებს უწევთ ტაქსით გადაადგილება ქალაქებში ან მანქანის დაქირავება. ომანში ძალიან ცოტა ავტობუსია და მგზავრობაც ძალიან მოუხერხებელია, მაგრამ მანქანის დაქირავება ძვირი არ ღირს. ომანი ასევე არის მსოფლიოს 27 ქვეყანას შორის, სადაც არ არსებობს მატარებლები (და რკინიგზები)

image

19. ქორწილს სიძე და პატარძალი ცალ-ცალკე აღნიშნავენ

ქორწილის დღეს კაცი მარტო მიდის მეჩეთში და იქ ასრულებს მულკას რიტუალს, რის შემდეგაც ქორწინება დადებულად ითვლება. ბანკეტი ტარდება ცალ-ცალკე. მხოლოდ ქალები იკრიბებიან პატარძლის სახლში და ზეიმობენ. მათ შეუძლიათ დასავლური საღამოს კაბები ჩაიცვან და თავზე არაფერი მოიხვიონ, დღესასწაულის ბოლოს საქმრო ჩამოდის და პატარძალი თავის სახლში მიჰყავს.

ომანში კაცს შეიძლება 4 ცოლი ჰყავდეს, მაგრამ ამჟამად 20 კაციდან 19 კაცი ირჩევს ერთ მეუღლესთან ცხოვრებას. თუ მათ მეორედ დაქორწინება სურთ, ისინი ჩვეულებრივ დაშორდებიან ქალს და გაშორებული ქალი სახელმწიფოს ხარჯზე იწყებს ცხოვრებას.image

20. ომანში მამაკაცი ცოლისთვის ძალიან დიდ “გამოსასყიდს" იხდის

როდესაც ომანში ახალგაზრდა მამაკაცს დაქორწინება სურს, ის ჩვეულებრივ დედას ან დებს სთხოვს, იპოვონ მისთვის შესაფერისი გოგონა. ამის შემდეგ მაჭანკლებს აგზავნიან პოტენციური პატარძლის სახლში. თუ ოჯახი თანახმაა, შემდეგ ჯერზე, როდესაც საქმრო მივა პატარძლის მამასთან, ისინი მოწმეების წინაშე განიხილავენ პატარძლის ფასს.

ბოლო წლების განმავლობაში, ქორწინების ღირებულებამ მიაღწია იმ დონეს, რომ ქვეყანაში ნაკლები ქორწილების რეგისტრაცია ხდება. საშუალო შემოსავლის მქონე პატარძლისთვის მოსალოდნელი გამოსასყიდი 9, 000 რიალი (დაახლოებით 23 000 აშშ დოლარი). ქორწილისთვის საკმაოდ ხშირია დაახლოებით 30-40 ათასი დოლარის დახარჯვა და ყველა ხარჯი საქმროს ეკისრება. ამისათვის მამაკაცებს ხშირად უზარმაზარი ვალების გადახდა უწევთ.image


















0
483
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
483
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0