x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508144
ვინ არის და როგორ გახდა უბრალო ბიჭი ყველაზე ცნობილი ადამიანი Tik-Tok-ზე
image


ცოტამ თუ იცის ამ ადამიანის სახელი, მაგრამ მისი სახის ცნობა თითქმის ყველას შეუძლია ვისაც ცოტა დრო ინტერნეტში გაუტარებია.

ხაბი ლამე / Khaby Lame არის ბიჭი, რომელიც იღებს თავის რეაქციებს უცნაურ ცხოვრებისეულ ჩვევებზე თუ ქმედებაზე, ისე რომ ერთ სიტყვასაც არ ამბობს ხოლმე.

ხაბი ცნობილი და ყველაზე პოპულარული ადამიანი ინტერნეტში მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში გახდა. ასეთი სწრაფი აფრენა ბევრ სხვა ადამიანს არასდროს ჰქონია.



საიტერესოა როგორ მოახერხა უბრალო ბიჭმა TikTok- ის დაპყრობა და მთელი მსოფლიოსთვის თავის შეყვარება.


image

ხაბი ლამე დაიბადა 2000 წლის 9 მარტს, სენეგალში. როდესაც ის ერთი წლის იყო, მისი ოჯახი იტალიაში, ქალაქ ჩივასოში გადავიდა, სადაც მათ სოციალური თავშესაფარი მისცეს




ხაბი ლამე ბავშობისას

image


სკოლაში ხაბი დაინტერესებული იყო ფეხბურთითა და კალათბურთით. სკოლის დამთავრების შემდეგ დაიწყო მუშაობა CNC აპარატის ოპერატორად კომპანიაში, რომელიც აწარმოებდა ციფრულ აღჭურვილობას. ზოგადად, ის ცხოვრობდა საკმაოდ ჩვეულებრივად, სანამ სამუშაოდან არ წამოვიდოდა 2020 წლის მარტში.


image


იმის ნაცვლად, რომ სხვა სამსახური დაეძებნა, როგორც ხაბის მამამ მოითხოვა, ის მშობლების ბინაში დაბრუნდა და გადაწყვიტა TikTok- ისთვის ვიდეოების გადაღება.


დასაწყისში მისი შინაარსი დიდად არ განსხვავდებოდა სხვა ბლოგერებისაგან. თავის ვიდეოებში ხაბი საუბრობდა იტალიურ ენაზე ტიტრებით.
თავდაპირველად, ვიდეოებს თავის საძინებელში იღებდა, რომელსაც დღემდე უზიარებს თავის უფროს ძმას. TikToker–ის ოთახი მორთულია სენეგალის ეროვნული დროშით და მისი საყვარელი საფეხბურთო კლუბის, Juventus F.C– ის შარფით.


image


მისი TikTok არხი განუწყვეტლივ ვითარდებოდა და 2 მილიონ გამომწერებამდეც ავიდა. მაგრამ ყველაფერი მკვეთრად შეიცვალა 2021 წლის აპრილის დასაწყისში, როდესაც ხაბიმ დაიწყო რეაქციების გადაღება უცნაურ და უსარგებლო ცხოვრებისეულ ჰაკებზე.






ინტერნეტის მომხმარებლებმა დაიწყეს სასაცილო ვიდეოების გაზიარება და მისი გვერდის გამოწერა TikTok– ზე. ხაბიმ აჯობა ცნობილ "მოცეკვავე მილიონერს", იტალიელ ბიჭს, ჯანლუკა ვაკის. ეს უკანასკნელი ყველაზე პოპულარული ადამიანი იყო TikTok– ზე იტალიაში (18 მილიონზე მეტი გამომწერით).


image

მას ასევე უფრო მეტი გამომწერი ჰყავს ვიდრე კაილი ჯენერს (34 მლნ).

ხაბიმ დიდება სახლიდან მოიპოვა, ყოველგვარი სიტყვის თქმის გარეშე და ძველი სმარტფონისა და თვითნაკეთი საშუალებების დახმარებით.


საუბრის გარეშე, სახის გამომეტყველებაზე ფოკუსირება გახდა წარმატების გასაღები. ხალხს მოსწონს მისი ყურება, თუ როგორი რეაქცია აქვს მარტივი რამეების რთულად გაკეთებაზე.


მისი ვიდეოების ბოლოს, ხაბი თვალებს ატრიალებს და ხელებს შლის, თითქოს ვიდეოების ავტორს ეკითხება "რატომ არ შეგიძლიათ ეს ასე გააკეთოთ?"


მას ასეთი შედარებაც კი გაუკეთეს:


image


ბევრმა ცნობილმა და წარმატებულმა კომპანიამ შეამცნია ის მალე.

Facebook- ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა მოიწონა მისი ერთი პოსტი Instagram- ზე. 19 მაისს ხაბი შეხვდა იუვენტუსის გუნდის ლეგენდარულ ფეხბურთელ ალესანდრო დელ პიეროს.
ასევე, ხაბი ლამეს სხვადასხვა კომპანიები ეძებდნენ. გარდა მარკეტინგული კონტრაქტებისა (მაგალითად, ბარილას მაკარონის მწარმოებელთან), ხაბი სხვა შეთავაზებებსაც იღებს თანამშრომლობის შესახებ.


image



სასაცილოა, რომ ხაბი მთელ მსოფლიოში ცნობილია როგორც იტალიური TikToker, თუმცა ოფიციალურად ის იტალიელი არ არის - მას ამ ქვეყანაში არ აქვს მოქალაქეობა. ხაბი ამბობს, რომ იტალიის მოქალაქეობის არარსებობას მას არასდროს შეუქმნია რამე პრობლემა.


ასე იყო მანამ, სანამ ის პოპულარული გახდა და შეიტყო, რომ სენეგალის პასპორტი ართულებს ამერეკის ვიზის მიღებას. ის კვლავ გადის უამრავ საბუთებს მოქალაქეობის მისაღებად და აპირებს შეერთებულ შტატებში წასვლას, სადაც მას დიდი შესაძლებლობები ელოდება.


როგორც სხვა პოპულარულ ადამიანებს, ხაბს არ უყვარს პირადი ცხოვრების დეტალების გაზიარება. თუმცა, როგორც მის სოციალური ქსელებიდან ირკვევა ჰყავს მეგობარი გოგო სახელად ზაირა ნუჩი (Zaira Nucci).



image




0
77
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0