x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სილამაზის სალონში გოგონას ცხენის ძუისგან გაკეთებული თმა "შეტენეს"
image
სილამაზის სალონის სტილისტმა ქალი შეცდომაში შეიყვანა და ცხენის ძუა შეაჩეჩა ადამიანის თმის ნაცვლად. ამის შესახებ გამოცემა The Sun- წერს.
TikTok-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში 27 წლის ლეისი პრაისი (Lacy Price) ეშფორდიდან ამბობს, რომ მან გადაწყვიტა ხელოვნური ბოჭკოების დაყენება, რადგან ოთხი შვილის გაჩენის შემდეგ, საკუთარ თმა დიდი რაოდენობით სცვიოდა.
ქალმა პროცედურა 425 ფუნტ სტერლინგად გაიარა ადგილობრივ სილამაზის სალონ Tantrum- ში, რომლის სტილისტიც ირწმუნებოდა, რომ იგი მხოლოდ ადამიანის ბუნებრივ თმებზე მუშაობდა. თუმცა, ორი დღის შემდეგ, პრაისმა აღმოაჩინა, რომ მისი ახალი თმა ძალიან მშრალი და არ ივარცხნებოდა. გარდა ამისა თავის არეშიი ძლიერი ქავილი დაეწყო."
image
” სილამაზის სალონის ელფოსტაზე რვა წერილი გავაგზავნე და არც ერთხელ პასუხი არ მიმიღია. ეს ნამდვილად არ არის ადამიანის თმა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ცხენის ძუა, რადგან ის საერთოდ არ ივარცხნება. სალონში დავბრუნდი და თანხის უკან დაბრუნება ვითხოვე, მაგრამ პარიკმახერმა მითხრა, რომ ამას არ გააკეთებს. იმედი მაქვს, რომ ბევრი გოგონა ხედავს ამ ვიდეოს და არ მიაკითხავს ამ საშინელ სილამაზის სალონს, ”- განაცხადა პრაისმა.
image
გამომწერებმა ბლოგერს მხარი დაუჭირეს, რაც პოსტის ქვემოთ მიწერილ კომენტარებითაც გამოიხატა . ”ღმერთო ჩემო, ვწუხვარ, რომ ამის გადატანა მოგიწია”, ”გავგიჟდი, ნაღდია, რომ ეს თმა ნამდვილი არ არის”, ”საყვარელო, უჩივლე მას. მხოლოდ ბარბაროსები აკეთებენ ამას. ” ” ეს თმა ჩემი ქალიშვილის თოჯინების ხელოვნურ ბოჭკოებს ჰგავს. იპოვნეთ იურისტი, ეს სალონი უნდა დაიხუროს! ", " საწყალი გოგო, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება! "
image
0
193
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
193
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0