x
მეტი
  • 19.05.2024
  • სტატია:134756
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509100
შაქარი–ნაწლავები–ტვინი: რატომ გვიყვარს ტკბილეული ასე ძალიან
შაქარი ტვინის ხარისხიანი მუშაობისთვის მთავარი საწვავია. გლუკოზა არა მხოლოდ მთავარ მაკონტროლებელ ორგანოს, არამედ ჩვენი ორგანიზმის ყველა უჯრედს სჭირდება. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ევოლუციურად დაპროგრამებულია ტკბილეულის სიყვარულისთვის, რომელიც ენერგიის შესანიშნავი წყაროა.

image

როცა ორგანიზმი ხვდება, რომ სისხლში შაქრის დონე იკლებს (ჰიპოგლიკემიის ან ტკბილეულზე დიდხანს უარის თქმის გამო), ტვინს განგაშის სიგნალს უგზავნის. ამ მომენტში შეიძლება იგრძნოთ გონების დაბინდვა, სიტყვების არევა, დაძინება მოგინდებათ ან დაგავიწყდებათ, თუ სად დადეთ ტელეფონი.

თუმცა შაქრის ზედმეტად მიღება და ორგანიზმის გადატვირთვა არ ღირს. გლუკოზის მაღალი დონე უფრო სახიფათოა, ვიდრე დაბალი დონე.


რა ხდება ტვინში, როცა შაქარს ჭამთ?

როცა შაქარი ენას ეხება, ის გარკვეულ გემოს რეცეპტორებს ააქტიურებს. ის ტვინის ქერქს სიგნალს უგზავნის. ჯილდოს სახით დოფამინი გამოიყოფა, რომელსაც ფსიქიკა ბედნიერების შეგრძნებად აღიქვამს. ამ ქიმიური რეაქციის გამო ადამიანს მეტი ტკბილეულის ჭამა სურს.

image

ტვინის პროვოკაციას არ აყვეთ და მუდმივად გლუკოზის შემცველი პროდუქტები არ მიირთვათ. ბევრი შაქარი იწვევს დეპრესიას, ამიტომ ტკბილეულის მოყვარულები ხშირად დამწუხრებულნი არიან.

შაქრის, ტვინის და ნაწლავების კავშირი

ტვინის, ნაწლავებსა და შაქრის მოხმარებას შორის ძალიან ვიწრო კავშირი არსებობს.

image

როცა ტკბილი გემოს პროდუქტი ნაწლავებში ხვდება, სპეციალური რეცეპტორები ტვინს სიგნალს უგზავნის. ის ინსულინის წარმოებას იწყებს, რომ ტვინმა შაქარი სრულად გადაამუშავოს და ყველა სასარგებლო ნივთიერება გამოყოს.

როგორ განვაწყოთ ტვინი ნაკლები შაქრის მიღებაზე

image

ტვინს ნაკლები შაქრის მიღებაზე ადაპტირება შეუძლია, მაგრამ მას დახმარება სჭირდება. ამისთვის ტკბილეულის ყოველდღიური რაოდენობა თანდათან უნდა შეამციროთ.

image

მოემზადეთ, რომ ამას დრო დასჭირდება. ამას დასჭირდება კვირეები და თვები, რომ გლუკოზის მიღება გააკონტროლოთ. სწორი ბალანსი დაიცავით და შაქარზე დამოკიდებულების მოშორებას შეძლებთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

7 პროდუქტი, რომელიც აკნეს იწვევს

image

ყავამ შეიძლება გამოიწვიოს გულძმარვა, წამლებმა კი კუჭის პრობლემები. რისი გაკეთება არ ღირს უზმოზე

image

ხაჭო ყველასთვის არაა. ვისთვის არ შეიძლება მისი ჭამა?

image

რა მოხდება თქვენს ორგანიზმში, თუ მზესუმზირას ხშირად მიირთმევთ

image

„ტვინს არ უყვარს ცხიმი, ალკოჰოლი და თამბაქო, მაგრამ უყვარს...“ - ნეიროქირურგი ჯანმრთელობის საიდუმლოს გვიზიარებს

image

0
133
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
133