x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანები კორონავირუსის გამო შეუქცევადად სულელები ხდებიან
image

ბრიტანეთის რამდენიმე კვლევითი ცენტრის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ კორონავირუსი უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ინტელექტზე. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა სამედიცინო ჟურნალში The Lancet.-ში


კვლევა ჩატარდა გაერთიანებულ სამეფოში COVID-19 პაციენტების დიდ ჯგუფებზე IQ დონის დასადგენად გამოკითხვისა და ტესტირების გზით.მთლიანად შერჩეული იყო 81, 000 პაციენტი.მეცნიერებმა ჩათვალეს, რომ ეს რაოდენეობა საკმარისია იყო ობიექტური მონაცემების მიღებისთვის.


აღმოჩნდა, რომ კორონავირუსით ყველაზე სერიოზული ზიანი მიადგა იმათ, ვინც მძიმე ფორმით, კერძოდ ინტენსიური თერაპიის გამოყენებით გადაიტანა დაავადება. მათი ინტელექტის კოეფიციენტი, საშუალოდ, შვიდი პუნქტით შემცირდა.



ისინი, ვინც საავადმყოფოში მოხვდნენ, მაგრამ არ დასჭირდათ ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია, მათი ინტელექტის დონე დაახლოებით ოთხი IQ პუნქტით დაეცა.


იმათმა, ვინც მსუბუქად გადაიტანა კორონავირუსის, ნაკლები "ტვინი დაკარგეს" -მათი კოეფიციენტმა დაახლოებით სამი ქულით მოიკლო.


მკვლევარებმა აღნიშეს, რომ მსგავსი ინტელექტის კლება შეინიშნება ინსულტის შემდეგაც.


მეცნიერებმა ასევე კორონავირუსის უჩვეულო სიმპტომებზე ისაუბრეს: ამტკიცებენ, რომ გადატანილი ინფექცია აზიანებს ლოგიკური მსჯელობის შესაძლებლობის უნარს. ყურადღების კონცენტრაცია მცირდება და ბრტყელ და სამგანზომილებიან ობიექტებთან მუშაობის უნარები ქვეითდება.


მეცნიერებმა ინტელექტის გაუმჯობესება ვერ აღმოაჩინეს იმ ადამიანებში, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს ტესტირებამდე დიდი ხნით ადრე. აქედან გამომდინარე, მათ დაასკვნეს, რომ COVID-19– ის პოსტპერიოდი გონებრივ შესაძლებობებს ვეღარ ანაზღაურებს დროთა განმავლობაში.

0
530
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
530
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0