x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134374
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
დაუჯერებელი შემთხვევა, დახვრეტილი რევოლუციონერი 8 ტყვიის მოხვედრის, მათ შორის თავში საკონტროლო ტყვიის მოხვედრის მიუხედავად გადარჩა

image "ბედი მომეცი და სანაგვეზე გადამაგდეო", ბედზე რა გითხრათ და მექსიკელი რევოლუციონერი ვენსესლაო მოგუელია, რომ ზე იღბლიანი ადამიანი იყო ამაში წამითაც არ მეპარება ეშვი.
1915 წელს მექსიკელი რევოლუციონერი სხვა თავის თანამებრძოლებთან ერთად ალყაში მოაქციეს და იძულებული გახდა ტყვედ ჩაბარებოდა, მიუხედავად ამისა მას და მის რამდენიმე ტყვედ ჩავარდნილ თანამებრძოლს ტრიბუნალის და ყოველგვარი გამოძიების გარეშე სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა მიუსაჯეს.
image მიუსაჯეს და დახვრიტეს კიდეც თანამებრძოლებთან ერთად, ვენსესლაოს 8 ტყვია მოხვდა, მათ შორის ლოყაში და თავში.
მსროლელებმა ჩათვალეს, რომ ისიც მკვდარი იყო და დაუმარხავი დატოვეს.
თუმცა როგორც ჩანს უამრავი ჭრილობის მიუხედავად მექსიკელს სიკვდილი არ ეწერა, გონზე მოსულმა ვენსესლაომ იმდენი მოახერხა, ხოხვით მიაღწია თავისი თანამებრძოლების ბანაკს, სადაც მას სამედიცინო დახმარება გაუწიეს და სიკვდილს მისი თავი არ დაანებეს.
დახვრეტის დღიდან ვენსესლაომ 60 წელი იცხოვრა საკმაოდ ბობოქარი ცხოვრებით და 85 წლის ასაკში ბუნებრივი გზით გარდაიცვალა.
image

0
495
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
495