x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
სწრაფად წასახემსებლად პატარა ბურთებს ვამზადებ: ძალიან გემრიელი და ნოყიერი გამოდის
ბავშვები ძალიან ბევრ ენერგიას ხარჯავენ, ამიტომ წახემსების სურვილი აქვთ. ორცხობილას, კანფეტის და ბუტერბროდის საუკეთესო ალტერნატივა ახალი ხილი და ბოსტნეულია. მათი გამოყენებით მომზადებული ტკბილეული არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლოა. ბავშვებიც სიამოვნებით მიირთმევენ, ამიტომ ბურთებს ვაკეთებ.

image

აუცილებელი ინგრედიენტები:

ნახევარი ჭიქა ნატურალური არაქისის კარაქი


¼ ჭიქა თაფლი

2 ჭიქა შვრიის ფანტელები

¼ ჭიქა უტკბილო, ქოქოსის ფანტელები

2 ს/კ დაპრესილი პეკანი (კაკალი)

2 ს/კ საკონდიტრო ყაყაჩო ან ჩიას თესლი

2 ს/კ წვრილად დაჭრილი მწარე შოკოლადი

image

1. თხევადი საფუძველი მოამზადეთ

თაფლი და არაქისის კარაქი აურიეთ, მიკროტალღურ ღუმელში ან დაბალ ცეცხლზე ოდნავ შეათბეთ. კოვზით აურიეთ და გააგრილეთ. რაღაც სქელ ზეთსა და თხევად თაფლს შორის შუალედური უნდა მიიღოთ.

image

გაითვალისწინეთ, რომ თაფლი და არაქისის კარაქი ძალიან ალერგიული პროდუქტებია. დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ მათი მოხმარება თქვენთვის შეიძლება. სხვა შემთხვევაში სოიოს სოუსი, მზესუმზირას თესლის, ნუშის, თხილის პასტა გამოიყენეთ. თაფლი შეგიძლიათ ნეკერჩხლის სიროფით ჩაანაცვლეთ.

2. შვრია დაუმატეთ

image

თავისი არსით ბატონჩიკებს ჰგავს, რადგან მისი ძირითადი ინგრედიენტი შვრიაა. შეგიძლიათ წინასწარ შვრიის ფანტელები მშრალ ტაფაზე შეწვათ, რომ ბურთებს სასიამოვნო გემო მიანიჭოთ. შვრია თაფლი-კარაქის ნარევს დაუმატეთ, შემდეგ კარგად აურიეთ.


3. დანარჩენი ინგრედიენტები დაუმატეთ

image

თქვენ შეგიძლიათ ქოქოსის ფანტელები, პეკანი, ჩიას ან ყაყაჩოს თესლი და შოკოლადი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.

როცა ყველაფერს კარგად აურევთ, შეამოწმეთ ზედმეტად მშრალი მასა ხომ არ გამოგივიდათ? აუცილებლობის შემთხვევაში ცოტა ცხელი თაფლი ან წყალში გახსნილი თბილი არაქისის კარაქი დაუმატეთ. წვეთობით დაუმატეთ, სანამ სასურველ კონსისტენციას არ მიიღებთ.

4. ბურთები გააკეთეთ

image

კოვზით მიღებული მასა საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. ჯერ თანაბარ პროპორციებად გაყავით, შემდეგ ბურთები გააკეთეთ.

ამის შემდეგ ბურთები გაყინეთ. რამდენიმე საათით საკმარისია. გემრიელი და სასარგებლო წასახემსებლით ბავშვებს გაუმასპინძლდით.


ასევე დაგაინტერესებთ:

ჩემს ბავშვებს პატარა „ვარსკვლავები“ ფორთოხლის გემოთი ძალიან უყვარს

image

ნაზი, როგორც ღრუბელი - იაპონური ფუნთუშა „ჰოკაიდო“

image

ჩვენი ოჯახის საყვარელი ნამცხვარი ხაჭო-ვაშლის შიგთავსით

image

ბიუჯეტური და ძალიან გემრიელი წასახემსებელი სადღესასწაულო სუფრაზე

image

ყველა დღესასწაულზე ვამზადებ დესერტს, რომელსაც „ჩიტის რძის“ დიდ კანფეტს ვუწოდებ

image

0
61
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
61