x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
"@@@თქვე უზნეოებო და ჟურნალისტიკის მართლა სირცხვილებო!" - ნახეთ, ვის მიმართავს ელისო კილაძე

image


გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და იმ ჟურნალისტების მხრიდან ორმაგ სტანდარტზე საუბრობს, ვინც გუშინ "ნოდარ მელაძის შაბათში" გასულ ირაკლი ღარიბაშვილის დამალული ნაციონალური წარსულის შესახებ გასულ რეპორტაჟთან დაკავშირებით მოქმედი პრემიერის შვილების გამო აღშფოთდნენ. კილაძის თქმით, მისი შვილის დაჭერისას სწორედ ის ადამიანები უწყობდნენ მას მხილების კვირეულს, რომლებიც ახლა მისივე თქმით, ღარიბაშვილის შვილების გამო მოთქმით ბღავიან: პირიქეთა ფეისბუქში მოთქმით ბღავიან, შვილებთან შეხება არ შეიძლებაო. და ის ხალხი ბღავის ღარიბაშვილის შვილებზე, ჩემი შვილის დაჭერის დროს მხილების კვირეულებს რომ მიწყობდნენ ანტრიკოტას დავალებით (ჯღარკავა, მამაცაშვილი, ლიპარტელიანი, ხუბუა, გოგოსაშვილი) თქვენი ქეციანი (და დაფინანსებული) ორმაგი სტანდარტი @@@თქვე უზნეოებო და ჟურნალისტიკის მართლა სირცხვილებო ! დიახ, შვილების შეხება არავისი არ შეიძლება, არც ღარიბაშვილის და არც ნიკა გვარამიასი, რომლებსაც უკანონოდ უთვალთვალებდნენ"- დაწერა ელისო კილაძემ სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, გამოძიება ელისო კილაძის შვილს დავით ხარშილაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვის ფაქტზე ედავებოდა, თუმცა 2017 წლის 20 სექტემბერს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით ხარშილაძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა - შენახვის ბრალში გამართლდა.

0
559
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
559