x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"სახეს ნუ დამაკარგინებთ, არ მინდა, რაც ვიცი საჯაროდ გამოვფინო" - ვის ემუქრება ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია დედაქალაქის მასშტაბით მედიის წარმომადგენლების, და არა მხოლოდ მათი გამოსახულებით სიძულვილის ენის შემცველი პლაკატების გამოფენას ეხმაურება და მმართველ გუნდს მსგავსი შემოტევებისა და მედიაზე შტურმის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში გრიგოლია ჩანაწარების გასაჯაროებით იმუქრება, რომლის თქმითაც, ისინი უფრო დაზარალდებიან ვინც მათ წინააღმდეგ ხალხის დაგეშვაში მონაწილეობს და ვისი დავალებითაც ამ გულისამრევ კამპანიაში არიან ჩართულები: "როგორ არ მინდა, ერთ მშვენიერ დღეს ისე ამომასხას, რომ რაც ვიცი და რასაც ჩემივე გულში ვინახავ, საჯაროდ გამოვფინო. ბევრ რამეს ვუწევ ანგარიშს ცხოვრებაში (მეგობრობას, თუნდაც წარსულში, ურთიერთობებს და მოგონებებს) და ბევრ რამეს არ ვკადრულობ“თუმცა, დღეს, ქალაქში გამოკრული სისხლიანი პლაკატები რომ ვნახე, მედიის წარმომადგენლების გამოსახულებით, პირველად გავიფიქრე, რომ შემოტევები თუ გაგრძელდება ჩვენზე, ვეჭვობ, უფრო მეტის მოყოლის სურვილს გამიჩენენ ზოგიერთები(მტკიცებულებების დანდართვით) და ძალიან გაიშარებიან…. ხოდა, გაკავდით და სახეს საბოლოოდ ნურც თქვენ დაკარგავთ და ნურც მე დამაკარგინებთ!!! მუქარები არაა ჩემი სტილი და არც ეხლა ვიმუქრები. უბრალოდ, გაფრთხილებთ.. არც ჩანაწერების გასაჯაროებაა ჩემი სტილი, მაგრამ ასე თუ გააგრძელებთ მედიაზე შეტევას, ბევრი რამის გასაჯაროების განწყობაზე დამაყენებთ და დამიჯერეთ, ყველაზე მეტად ისინი დაზარალდებით, ვინც ახლა ჩვენს წინააღმდეგ ხალხის დაგეშვაში მონაწილეობთ და კიდევ უფრო გაშარავთ კონკრეტულ ადამიანებს, ვისი დავალებითაც ამ გულისამრევ კამპანიაში ხართ ჩართულები. იმედია, კარგად გაიგეთ.. კარგად ბრძანდებოდეთ!"- წერს ინგა გრიგოლია. შეგახსენებთ, რომ გუშინ, დედაქალაქის მასშტაბით პლაკატები გამოჩნდა წარწერით - "არა ნაცებს, არა ბოროტებას". ბანერებზე გამოსახული არიან: საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, ჟურნალსტი და ტელეწამყვანი, ნოდარ მელაძე, "ნაციონალური მოძრაობის" თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი, "სირცხვილიას" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა მაქარაშვილი და "პრაიდის" დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "ვრცელდება ინფორმაცია, რომ დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მოქალაქეთა ჯგუფმა თვითნებურად გააკრა პლაკატები და დაამახინჯა ქალაქის იერსახე, რაც უკანონო ქმედებაა. აღნიშნული პლაკატების ჩამოხსნას უზრუნველყოფს „თბილსერვის ჯგუფი“, ხოლო რაც შეეხება კანონდამრღვევთა დაჯარიმებას, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში", – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.













0
373
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
373